ბარბადოსელმა მომღერალმა რიანამ თავისი ფონდიდან, Clara Lionel Foundation-დან, კლიმატური მართლმსაჯულებისთვის $15 მილიონის გაღება გადაწყვიტა.
მომღერლის ქველმოქმედება კარიბის ზღვის შვიდ ქვეყანასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯამში 18 კლიმატურ სამართლებრივ ორგანიზაციას, მათ შორის Climate Justice Alliance-ის, Indigenous Environmental Network-სა და Movement for Black Lives-ს დააფინანსებს. რიანას განცხადებით, კლიმატური კატასტროფების სიხშირე და ინტენსივობა განსხვავებულ გავლენას ახდენს საზოგადოებებზე, ფერადკანიანი და კუნძულოვანი ქვეყნების ერებზე კი კლიმატური ცვლილებები განსაკუთრებულად მოქმედებს. მისივე განცხადებით, ფონდი, რომელიც მომღერლის ბებია-ბაბუის სახელს ატარებს, პრიორიტეტად როგორც კლიმატურ მდგრადობას, ასევე კლიმატური მართლმსაჯულების მუშაობას მიიჩნევს.