საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა ალუდა კოპალიანმა უწყებრივი მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“ მიიღო. ჯილდო მას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გადასცა.
უწყებრივი მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“ ალუდა კოპალიანს როგორც საომარი მოქმედებების ისე მშვიდობიანობის პერიოდში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებებისთვის გადაეცა.