ცოტა ხნის წინ მუსიკალურმა გამოცემამ „Rolling Stone” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
ჟურნალის თანამშრომლების მტკიცებით, ლეგენდარული ჯგუფი “Queen”-ის ალბომი “Greatest Hits” დიდ ბრიტანეთში ყველა დროის საუკეთესო მუსიკალური დისკია.
ზემოთდასახელებული ჩანაწერი1981 წელს გამოვიდა და “ნისლიანი ალბიონის” ქვეყანაში დღემდე მისი 5.8 მილიონი ცალია გაყიდული.
ამ მაჩვენებლით ალბომმა პოპულარული ჯგუფების “The Beatles”-ისა და“ABBA”-ს ჩანაწერებს გაუსწრო.
ბრიტანელი სტატისტიკოსების მტკიცებით,ფრედი მერკურისა და მისი კოლეგების ამ დისკმა “The Beatles”-ის ალბომს “Sgt Pepper's Lonely Hearts Club Band”-ს მნიშვნელოვნად გაუსწრო. დღემდე დიდ ბრიტანეთში ლივერპულელი ოთხეულის ამ ჩანაწერის5 მილიონი ცალია გაყიდული.
ყველაზე გაყიდვადი მუსიკალური ალბომების მესამე საფეხურზე შვედური ჯგუფი “ABBA”-ს ჩანაწერი “Gold” განთავსდა.