რამდენიმე საათის წინ იტალიურმა სპორტულმა გამოცემამ „Corriere dello Sport” საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღის წინ მილანის „ინტერის“ პრეზიდენტი მასიმო მორატი კამერუნის ეროვნული გუნდისა და მახაჩკალის „ანჟის“ თავდამსხმელ სამუელ ეტოოს დაუკავშირდა და ყოფილ კლუბში დაბრუნება შესთავაზა.
მასიმო მორატი აფრიკელს ორწლიან კონტრაქტს და წელიწადში ხელფასის სახით სამ მილიონ ევროს სთავაზობს. კულუარული ცნობით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე რუსეთში თავს კარგად ვერ გრძნობს და კარიერის დასრულება რომელიმე ცნობილ გუნდში სურს.
ეტოოს „ანჟისთან“ გაფორმებული ხელშეკრულება მიმდინარე წლის დეკემბერში უსრულდება. „ანჟის“ მეპატრონე სულეიმან ქერიმოვი ეტოოს გაშვებას არ აპირებს, მაგრამ თავად გეხბურთელს რუსეთის პირველობაზე ასპარეზობა არანაირი თანხის სანაცვლოდ აღარ სურს.