კიმ კარდაშიანის საცვლების ბრენდის, Skims-ის ღირებულება 3,2 მილიარდ დოლარს აღწევს

კიმ კარდაშიანის საცვლების ბრენდის, Skims-ის ღირებულება 3,2 მილიარდ დოლარს აღწევს

ტელევარსკვლავისა და მოდელის, კიმ კარდაშიანის საცვლების ბრენდის, Skims-ის ღირებულება გაორმაგდა და $3,2 მილიარდს აღწევს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

გასული წლის აპრილში კიმ კარდაშიანი მილიარდერი გახდა. მაშინ Forbes-ი წერდა, რომ კარდაშიანი ორ ბიზნესს - კოსმეტიკის ხაზს KKW Beauty და საცვლების ბრენდ Skims-ს. 9 თვის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ Skims-ის ღირებულება ორჯერ გაიზარდა და 3.2 მილიარდ დოლარს აღწევს.

გამოცემის ცნობით, ეს გამოწვეულია 240-მილიონიანი ინვესტიციით, მას შემდეგ რაც გასულ წელს გაყიდვები 90%-ით გაიზარდა.