ფოტოშოპის გამოყენებაში მხილების შემდეგ კიმ კარდაშიანმა ფოტო წაშალა

ფოტოშოპის გამოყენებაში მხილების შემდეგ კიმ კარდაშიანმა ფოტო წაშალა

სილამაზის არარეალური სტანდარტები ადამიანების თვითშეფასებასა და მენტალურ ჯანმრთელობაზე ხშირად დამაზიანებლად მოქმედებს. მათ დამკვიდრებას განსაკუთრებით ხელს ვარსკვლავები უწყობენ, რომლებიც ფოტოშოპით საკუთარი სხეულის ფორმებს ხშირად რადიკალურად იცვლიან. ყველაზე ხშირად ფოტოშოპის გამოყენებისთვის კარდაშიან-ჯენერებს, მათ შორის კიმ კარდაშიანსაც აკრიტიკებენ.

ცოტა ხნის წინ კიმ კარდაშიანმა ზღვაზე გადაღებული ფოტოები დადო, რომელშიც ბიკინი აცვია. ფანებმა ერთ-ერთ ფოტოზე შენიშნეს, რომ კიმის ცალი ფეხი არაბუნებრივად გამოიყურებოდა და ვარსკვლავი ფოტოშოპის გამოყენებაში კიდევ ერთხელ ამხილეს. მართლაც, ფოტოზე შეცდომა მარტივად შესამჩნევია.

ფოტოს გამო კიმი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა:

"ვერ წარმომიდგენია, საკუთარი გარეგნობა როგორ უნდა მაკომპლექსებდეს, რომ ჩემი წვივის დაფოტოშოპება დამჭირდეს", — წერს რედიტის ერთ-ერთი მომხმარებელი.

კიმმა ფოტო მალევე წაშალა, რის გამოც ხელახლა გააკრიტიკეს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ფოტოშოპის გამოყენებისას კიმს შეცდომა გაეპარა. ცოტა ხნის წინ მან სარკეში გადაღებული უბრალო ფოტო დადო, თუმცა მობილურის არაბუნებრივი ფორმა მიგანიშნებთ, რომ ფოტომ დადებამდე დიდი გზა გაიარა.

ცოტა ხნის წინ ფანებმა ისიც შენიშნეს, რომ კრის ჯენერმა შემთხვევით შვილიშვილთან და კიმთან ერთად გადაღებული დაუმუშავებელი ფოტოც დადო, თუმცა მალევე წაშალა.

ფანებმა ფოტოშოპის გამოყენებით სხეულის ფორმების რადიკალურად შეცვლაში კარდაშიან-ჯენერების ოჯახის სხვა წევრებიც ბევრჯერ ამხილეს და დაამტკიცეს, რომ მათ მახვილ თვალებს ვერაფერი გამოეპარება.