„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა გერმანელი სპეციალისტის, რალფ რანგნიკის მუშაობით კმაყოფილია და მისთვის ხანგრძლივი ხელშეკრულების შეთავაზებას აპირებს - გვამცნობს The Sun.
ამჟამად რანგნიკი დროებითი დამრიგებლის მოვალეობას ასრულებს და მიმდინარე სეზონის ბოლოს, წესით, კლუბში კონსულტანტის თანამდებობა უნდა დაიკავოს.
რანგნიკის გარდა, მომავალ ზაფხულს „მანჩესტერის“ მთავარმწვრთნელობის კანდიდატები ცნობილი სპეციალისტები: პსჟ-ის მაურისიო პოჩეტინო, „აიაქსის“ ერიკ ტენ ჰაგი და „ლესტერის“ ბრენდან როჯერსი არიან.