ცნობილია, ვინ წარადგენს საქართველოს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე

ცნობილია, ვინ წარადგენს საქართველოს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. აღმასკომის სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული მთავარი საკითხი - დამტკიცდა ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე (პეკინი, 4-20 თებერვალი, 2022 წელი) საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის პერსონალური შემადგენლობა.

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 2022 წლის 4-20 თებერვალს უმასპინძლებს, სადაც საქართველოდან სპორტის 3 სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა, ციგაობა) იასპარეზებს 9 სპორტსმენი. პეკინში ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი.

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობა

ოლიმპიური სოფელი

1. მორის ყვითელაშვილი - ფიგურული ციგურაობა

2. ლუკა ბერულავა - ფიგურული ციგურაობა

3. კარინა საფინა - ფიგურული ციგურაობა

4. გიორგი რევია - ფიგურული ციგურაობა

5. მარია კაზაკოვა - ფიგურული ციგურაობა

6. ანასტასია გუბანოვა - ფიგურული ციგურაობა

7. ნინო წიკლაური - სამთო თხილამურობა

8. სოსო ჯაფარიძე - სამთო თხილამურობა

9. საბა ქუმარიტაშვილი - ციგაობა

რეზერვი: ნიკა ეგაძე - ერთეულები (ფიგურული ციგურაობა); ალინა ურუშაძე - ერთეულები (ფიგურული ციგურაობა); დანილ პარკმანი /ანასტასია მეტოლკინა - სპორტული წყვილები (ფიგურული ციგურაობა)

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იქნებიან მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.