კობი ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის დაღუპვის ადგილას ქანდაკება დადგეს

კობი ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის დაღუპვის ადგილას ქანდაკება დადგეს

ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელის, კობი ბრაიანტისა და ქალიშვილის, ჯიანას ხსოვნის საპატივცემულოდ, იმ ადგილას, სადაც მამა-შვილი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა, ბრინჯაოს ქანდაკება დადგეს, - ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

„გმირები მოდიან და მიდიან, მაგრამ ლეგენდები სამუდამოდ რჩებიან“, - წერია ბრინჯაოს ქანდაკებაზე, რომელიც დან მედინამ დაამზადა.

ნამუშევარზე ავიაკატასტროფისას დაღუპული ყველა ადამიანის სახელი და გვარი წერია.

ავიაკატასტროფა 2020 წლის 26 იანვარს, კალიფორნიის შტატში, კალაბასასის მთებში მოხდა. ბრაიანტსა და მის 13 წლის ქალიშვილთან ერთად თვითმფრინავში მყოფი დანარჩენი შვიდი ადამიანიც გარდაიცვალა.