ლილი ჯეიმსი და სებასტიან სტენი Pam & Tommy-ის მიერ გამართულ წვეულებაზე ერთად გამოჩნდნენ

ლილი ჯეიმსი და სებასტიან სტენი Pam & Tommy-ის მიერ გამართულ წვეულებაზე ერთად გამოჩნდნენ

ლილი ჯეიმსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი ინგლისელი მსახიობია, რომელიც ფართო საზოგადოებამ (2012-2015 წლებში) დრამა სერიალით Downton Abbey-ით, შემდეგ კი ფილმ Cinderella-თი გაიცნო.

2 თებერვალს მსახიობის შესრულებით ახალი ფილმი Pam & Tommy გამოვა, რომელშიც ვარსკვლავი 90-იანების სექსსიმბოლოს, პამელა ანდერსონს განასახიერებს.

ფილმის ვარსკვლავები რამდენიმე საათის წინ Hulu-ს მიერ გამართულ წვეულებაზე ლოს ანჯელესში ერთად გამოჩნდნენ.