ამერიკელმა ქალმა ელფოსტის Spam-საქაღალდე შეამოწმა და აღმოაჩინა, რომ $3 მილიონი მოიგო

ამერიკელმა ქალმა ელფოსტის Spam-საქაღალდე შეამოწმა და აღმოაჩინა, რომ $3 მილიონი მოიგო

აშშ-ში, მიჩიგანელმა ქალმა, ელექტრონულ ფოსტაზე, პრაქტიკულად არასაჭირო ინფორმაციისთვის, მაგ; სარეკლამო შეტყობინებებისთვის განკუთვნილი საქაღალდე, Spam-ი შეამოწმა და აღმოაჩინა, რომ ლატარეის ჯეკპოტი, $3 მილიონი ჰქონდა მოგებული.

როგორც 55 წლის საურა სპირსი ამბობს, Mega Millions-ის გათამაშების ბილეთი 31 დეკემბერს იყიდა.

„Facebook-ზე ვნახე, რომ Mega Millions-ის გათამაშებაში ძალიან დიდი თანხა თამაშდებოდა. ამიტომ, შევედი ჩემს გვერდზე და ბილეთი ვიყიდე. რამდენიმე დღის შემდეგ, ელექტრონულ ფოსტაზე ვეძებდი ერთი ადამიანის მიერ გამოგზავნილ შეტყობინებას და შევამოწმე Spam-ის საქაღალდეც. მაშინ ვნახე, რომ ჯეკპოტი მქონდა მოგებული. ვერ ვიჯერებდი, რასაც ვკითხულობდი. ჯერ კიდევ ვერ გამოვდივარ შოკიდან“, - ამბობს ქალი.