დღეს დილით ესპანურმა გამოცემამ „Mundo Deportivo” სენსაციური ცნობა გაავრცელა.
მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთმა ლეგენდამ, 86 წლის ალფრედო დი სტეფანომ ცოლი მოიყვანა. ყოფილი მოთამაშის რჩეული 36 წლის ხინე გონსალესია.
ქალბატონი ხინე წარმოშობით კოსტარიკელია. „ახალგაზრდებს“ ქორწილის თარიღი ჯერ არ გადაუწყვეტიათ.
საინტერესოა, რომ მადრიდის „რეალის“ საპატიო პრეზიდენტს რამდენიმე თვის წინ საქორწინოდ საქმე ნამდვილად არ ჰქონდა.
მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში ალფრედო დი სტეფანოს გული აწუხებდა და ქალაქ ვალენსიის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს. ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ „რეალის“ ცოცხალი ლეგენდის ჯანმრთელობას საფრთე არ ემუქრებოდა. ამის შემდეგ დი სტეფანომ ახალგაზრდა ცოლის მოყვანის გადაწყვეტილება მიიღო.