ტვინის სკანირების შემდეგ ჭიქას ვერ ვიღებდი — ბელა ჰადიდმა ალკოჰოლზე უარი თქვა

ტვინის სკანირების შემდეგ ჭიქას ვერ ვიღებდი — ბელა ჰადიდმა ალკოჰოლზე უარი თქვა

ბელა ჰადიდმა InStyle-თან ბოლო ინტერვიუში იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ გადაწყვიტა ალკოჰოლისთვის თავი დაენებებინა.

ბელა ჰადიდმა ალკოჰოლის მიღება დაახლოებით ექვსი წლის თვის წინ შეწყვიტა, მანამდე კი მოდელი ამ მხრივ ხშირად ყოფილა მედიის ყურადღების ცენტრში. მაგალითად, 2014 წელს, როცა ბელა ჰადიდი 17 წლის იყო, ის ავტომობილს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა.

"ალკოჰოლი ძალიან მიყვარდა, თუმცა ასეთ მხიარულ საღამოებზე უარი მას შემდეგ ვთქვი, როცა ვიგრძენი, რომ თავს ვეღარ ვაკონტროლებდი", — ამბობს ჰადიდი.

მთავარი ფაქტორი, რამაც მოდელს სასმელზე უარის თქმაში ხელი შეუწყო, ტვინის სკანირების შედეგები იყო, როცა ექიმმა აჩვენა, თუ როგორ ზემოქმედებდა ალკოჰოლი მის ტვინზე. ამის ნახვის შემდეგ კი მოდელი ხელში "ჭიქას ვერ იღებდა", რადგან ალკოჰოლის გავლენა უკვე ნათლად ჰქონდა წარმოდგენილი.

"აღარ ვგრძნობ ალკოჰოლის მიღების საჭიროებას, რადგან ახლა ზუსტად ვიცი, როგორ იმოქმედებს ის ჩემზე. მაგალითად, დილის სამ საათზე იმაზე შფოთვით მეღვიძებოდა, თუ რა ვთქვი ხუთი წლის წინ, როცა საშუალო სკოლა დავამთავრე. ეს ტკივილისა და სტრესის დაუსრულებელი ზეგავლენა იყო იმ რამდენიმე ჭიქა სასმლის გამო, რომელსაც შვება არც დალევის პროცესში მოუტანია", — განაცხადა ბელა ჰადიდმა.

ბელა ჰადიდი ამჟამად უალკოჰოლო სასმელების ბრენდის, სახელად Kin Euphorics, თანადამფუძნებელი და პარტნიორია.