კოჯორში ქვეითი ქვედანაყოფების შემფასებელთა და დამკვირებელ-მაკონტროლებელთა სასწავლო კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიალს წვრთნისა და განათლების სარდალი ვიცე- პოლკოვნიკი შალვა ბაჯელიძე, J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის უფროსი პოლკოვნიკი დავით ნაკაშიძე და ეროვნული სასწავლო ცენტრი“კრწანისი“-ს მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ლევან ბერია დაესწრნენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვეითი ბრიგადებისა და განათლების სარდლობის 36-მა სამხედრო მოსამსახურემ ორი კვირის განმავლობაში ქვეითი ქვედანაყოფების მომზადება და შეფასების მეთოდიკა შეისწავლა. სწავლების პირველი ეტაპი ეროვნულ სასწავლო ცენტრ კრწანისში ჩატარდა და თეორიულ ნაწილს მოიცავდა. მეორე ეტაპი კოჯრის I ქვეითი ბრიგადის საწვრთნელ ბაზაზე განხორციელდა და პრაქტიკულ მომზადებას დაეთმო. კურსის გავლის შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეები ქვეითი ქვედანაყოფების სწავლებების დაკვირვებასა და შეფასებას შეძლებენ.
სწავლება სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ინსტრუქტორებმა, CUBIC-ის წარმომადგენლის ჯონ ბუში-ჰედის კოორდინაციით განხორციელდა.