არნოლდ შვარცენეგერი ავარიაში მოჰყვა

არნოლდ შვარცენეგერი ავარიაში მოჰყვა

ამერიკელი მსახიობი, კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი ლოს-ანჯელესში არნოლდ შვარცენეგერი ავარიაში მოჰყვა. ამის შესახებ გამოცემა TMZ წერს.

მსახიობის „ჯიპი“ „ტოიოტა პრიუსს“ შეეჯახა, რის შემდეგაც შვარცენეგერის ავტომობილი „ტოიოტას“ სახურავზე აღმოჩნდა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ შვარცენეგერის ავტომობილში უსაფრთხოების ბალიშები გაიხსნა.

ავარიის შედეგად შვარცენეგერი არ დაშავებულა, „ტოიოტას“ მძღოლ ქალს კი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.