კომპანია Netflix-მა დაადასტურა, რომ სამხრეთკორეულ სერიალ „კალმარის თამაშს“ მეორე სეზონი ექნება. ამის შესახებ გამოცემა The Verge-ი წერს.
შეხვედრაზე, რომელზეც გასული წლის მეოთხე კვარტლის შემოსავლები განიხილებოდა, Netflix-ის კონტენტის დირექტორმა ტედ სარანდოსმა განაცხადა, რომ შოუს გაგრძელება ექნება.
„მეორე სეზონი აუცილებლად იქნება. „კალმარის თამაში“ ახლა იწყება“, - განაცხადა სარანდოსმა.
მას არ დაუკონკრეტებია, როდის შეიძლება შედგეს სერიალის მეორე სეზონის პრემიერა დაწყებულია თუ არა გადაღებები.