ამერიკელმა მომღერალმა კრისტინა აგილერამ ესპანურენოვანი მინიალბომი La Fuerza გამოუშვა. გამოცემა Billboard-ის ცნობით, ალბომი 6 სიმღერისგან შედგება.
La Fuerza კრისტინა აგილერას 20-წლიანი კარიერის განმავლობაში პირველი ესპანურენოვანი ალბომია.
მომღერლის თქმით, მას დიდი ხანია, სურდა „პატივისცემა გამოეხატა თავისი ლათინურ-ამერიკული ფესვების მიმართ“ და ეს მუსიკის საშუალებით გააკეთა.