მართა სტიუარტის თქმით, ენტონი ჰოპკინსს დაშორდა, რადგან ჰანიბალისგან ვერ არჩევდა

მართა სტიუარტის თქმით, ენტონი ჰოპკინსს დაშორდა, რადგან ჰანიბალისგან ვერ არჩევდა

მართალია, მსახიობების სამუშაო კონკრეტული პერსონაჟის დამაჯერებლად განსახიერებაა, თუმცა ზოგიერთი მათგანი როლში იმდენად იჭრება, რომ მაყურებლებს ხშირად მსახიობის პერსონაჟისგან განსხვავება უჭირთ. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ენტონი ჰოპკინსია, რომელმაც კინომანებს თავი უამრავი როლით, განსაკუთრებით კი ჰანიბალ ლექტერის პერსონაჟით დაამახსოვრა.

როგორც ჩანს, ჰანიბალის პერსონაჟმა მაყურებლების გარდა ამერიკელი ბიზნესმენი და მწერალი მართა სტიუარტიც შეაშინა, რომელიც ენტონი ჰოპკინსს 90-იან წლებში ხვდებოდა. ცოტა ხნის წინ მართამ ელენ დეჯენერესს მსახიობთან დაშორების მიზეზი გაუმხილა. მართას თქმით, ენტონის ჰანიბალისგან გარჩევა უჭირდა.

"მეინში დიდი და საშიში სახლი მაქვს, რომელიც ტყეში 100 აკრზეა გადაჭიმული. ენტონი ჰოპკინსის იქ წაყვანაზე ფიქრიც კი არ მინდოდა. არ შემეძლო. მხოლოდ იმის წარმოდგენა შემეძლო, თუ როგორ ჭამდა...ხომ იცით, რასაც...", — ამბობს მართა.

ენტონი ჰოპკინსმა Silence of the Lamb-ში ჰანიბალის როლის განსახიერებისთვის ოსკარიც მოიპოვა. მსახიობი მკვლელისა და კანიბალის როლს ნამდვილად შესაშური ოსტატობით ასრულებს, რის გამოც, როგორც ჩანს, მისი სხვებს რეალურ ცხოვრებაშიც ეშინიათ.