„რუსეთის სამხედრო მანქანა პირდაპირ დამიზნებულია უკრაინაზე, მაგრამ რას გააკეთებს ხვალ რუსეთი საქართველოს ან უკრაინის წინააღმდეგ, რთული სათქმელია“

„რუსეთის სამხედრო მანქანა პირდაპირ დამიზნებულია უკრაინაზე, მაგრამ რას გააკეთებს ხვალ რუსეთი საქართველოს ან უკრაინის წინააღმდეგ, რთული სათქმელია“

რუსეთის მუქარას ამერიკის შეერთხებული შტატები რეალურს უწოდებს და აცხადებს, რომ კრემლი შესაძლოა, უკრაინაში მართლაც შეიჭრას. თუმცა, აშშ ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედება რუსეთის ფედერაციას ძალიან ძვირი დაუჯდება, - ამ ნაბიჯს აუცილებლად მოჰყვება ამერიკისა და ევროპის საპასუხო მოქმედება, რაც სამხედრო შეირაღებასთან ერთად, მკაცრ ეკონომიკური სანქციებს ითვალისწინებს. მსოფლიო მასშტაბით, ანალიტიკოსთა და პოლიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში ეს ძალიან მასშტაბურ ხასიათს მიიღებს და შედეგებიც, ბუნებრივია, საკმაოდ სავალალო იქნება.

ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უფლება მისცა ლიეტუვს, ლატვიას და ესტონეთს, უკრაინაში ამერიკული წარმოების რაკეტები და სხვა იარაღი გააგზავნოს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური გამოცემა სანდრო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ ექსპორტის კონტროლის რეგულაციების თანახმად, ქვეყნებმა უნდა მიიღონ თანხმობა სახელმწიფო დეპარტამენტისგან, სანამ შეერთებული შტატებიდან მიღებულ იარაღს მესამე მხარეს გადასცემენ. ამასთან, სააგენტოს ცნობითვე, გადაწყვეტილება ესტონეთს საშუალებას მისცემს უკრაინას „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები გადასცეს, ლიეტუვას კი „სტინგერის“ სარაკეტო სისტემების გაგზავნის უფლება მიენიჭება.

როგორც ვიცით, რუსეთმა მოითხოვა, რომ ჩრდილოტლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია არ გაფართოვდეს, რაზეც კრემლმა ამერიკის კატეგორიული პასუხი მიიღო. დამატებით, აშშ-მა თქვა, რომ რუსეთი საბაბს ეძებს, რომ უკრაინაში შეიჭრას და შემდეგ თავი გაიმართლოს. ძირითადი აქცენტი ამ შეთხვევაში საქართველოსა და უკრაინაზეა, რომ ნატო-ში ამ ქვეყნების გაწევრიანება არ უნდა მოხდეს.

იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრა მოხდება, რეალური საფრთხე იმისა, რომ საქართველო შემდეგი იყოს რიგში და მორიგი საფრთხე ჩვენც დაგვემუქროს, ექსპერტების ნაწილი საქართველოში, რეალურს უწოდებს.

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ რუსეთის უკრაინაში შესაძლო შეჭრის შემთხვევაში, კრემლი მკაცრად აგებს პასუხს. როგორც მან For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, თუკი მსგავსი რამ მართლაც მოხდება და დასავლეთი მას მკაცრ პასუხს გასცემს, იგი ვერ გაბედავს იგივე ქმედების განხორციელებას საქართველოში.

„ამერიკის პასუხი არის, რომ რუსეთს მკაცრი პასუხი გაეცემა, თუ უკრაინაში შეიჭრება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი არის იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომ ამერიკა ბრიტანეთთან უკრაინას აწვდის თავდაცვით საშუალებებს დ შეიარაღებას. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე, არამედ სამხედრო დახმარებაზე, თუკი რუსეთი გაბედავს უკრინაში შეჭრას.

რაც შეეხება საქართველოს, ამერიკის ყურადღების ცენტრში ვრჩებით, უკრაინა შეიძლება გაცილებით აქტუალური არის, რადგან ჯარების კონცენტრირება ხდება უკრაინის ტერიტორიის სიახლოვეს და არა საქართველოსთან. თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ეს იქნება კატასტროფის მაჩვენებელი. ყირიმი რუსეთმა უპრებლომოდ დაიკავა, რადგან იქ მოსახლეობის 60%-ზე მეტი გახლავთ რუსულენოვანი მოსახლეობა, რომელიც მხარს უჭერს ყირიმის რუსეთთან შეერთებას. რაც შეეხება უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე შესვლას, ეს რუსეთისთვის ძალიან დიდი ხანი გაიწელება, მით უმეტეს უკრაინა 45-მილიონიანი ქვეყანაა, რომელსაც 200 ათასიანი არმია ჰყავს და დამატებით დასავლეთი მიაწვდის შესაბამის შეიარაღებას. ასევე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება.

თუ დასავლეთი შესაბამის პასუხს გასცემს რუსეთს, მაშინ რუსეთი ვეღარ გაბედავს საქართველოში შემოჭრას. რუსეთი, ყველაზე, უარეს შემთხვევაში, შესაძლოა, დაკმაყოფილდეს ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით დ ამით საქართველოს ხერხემალში გადატეხავს, მაგრამ არ მგონია, რომ საქმე აქამდე მივიდეს.

რუსეთის გვერდით ერთადერთი შესაძლოა ბელორუსი დადგეს, რადგან უკრაინასა და ბელორუსს შორის ურთიერთობები მეტად გამწვავებულია. არ მგონია, რომ სხვა რომელიმე ქვეყანამ რაიმე დახმარება აღმოუჩინოს რუსეთს, იგი უკრაინასთან დაკავშირებით რჩება მარტო“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ირაკლი მენაღარიშვილის თქმით, რთულია იმის გამოცნობა, ხვალ რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას რუსეთმა საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით. როგორც მენაღარიშვილმა For.ge-სთან აღნიშნა, კრემლის მხრიდან მომდინარე საფრთხე რეალურია.

„უდავოა, რომ რუსეთის ასეთი აგრესიული სტრატეგია საფრთხეს უქმნის უკრაინასა და საქართველოს. ამიტომ, რაიმეს მტკიცება, რას გააკეთებს ხვალ რუსეთი საქართველოს ან უკრაინის წინააღმდეგ, რთული სათქმელია. თუმცა, დღეს რა ინფორმაციაც არსებობს რუსეთის სამხედრო მანქანის მობილიზაციის თაობაზე, აქ საფრთხე პირდაპირ დამიზნებულია უკრაინაზე, მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს ისეთ აგრესიულ ქვეყანასთან, როგორიც რუსეთია, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.

თუ მართლაც შეიჭრება, ეს იქნება ძალიან სერიოზული და მასშტაბური ტრაგიკული მოვლენების შემცველი. უკრაინა განწყობილია, არ დაუთმოს არცერთი გოჯი მიწისა რუსეთს. გარდა ამ განწყობისა, უკრაინის სამხედრო მანქანა ბევრად უკეთესად არის მომზადებული საომარი მოქმედებისთვის, ვიდრე იყო 2014-2015 წლებში. ეს ყველაფერი არის საკმაოდ მძიმე შედეგების მომტანი.

ჯერჯერობით, რასაც რუსეთი აკეთებს, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია და თავი არ მოვიტყუოთ. მას გვერდით დაუდგება ბელორუსია, რომელთანაც ურთიერთობა რუსეთმა უკვე დიდი ხანია თავის სტრატეგიულ მიზნად დაისახა და მოახერხა კიდევაც ბელორუსიის ხელმძღვანელობის თავისი პოლიტიკისთვის დაქვემდებარება. სხვა სახელმწიფოებს არ მგონია, რომ სურვილი ჰქონდეთ ამ უსამართლო და უღირს აგრესიაში დაუჭირონ მხარი რუსეთს, თუმცა, გამორიცხული არაფერია, რუსეთი შეეცდება თავისი გავლენა რაც შეიძლება მაქსიმალურად გამოიყენოს“, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა For.ge-სთან.

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა მას სრულმასშტაბიანი ომი არ სურს: "ჩემი ვარაუდით, ის უკრაინაში შევა,"- განაცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება ეს მისთვის კატასტროფა იქნება, თუმცა ის, თუ რას მოიმოქმედებს დასავლეთი, დამოკიდებული იქნება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებების მასშტაბებზე. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ეს „მცირე შეჭრა“ იქნება დასავლეთის ქვეყნებს მოუწევთ მსჯელობა იმაზე, რა უნდა გააკეთონ, ან არ გააკეთონ.

„რუსეთი პასუხს აგებს, თუ შეიჭრება - და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გააკეთებს. თუ ისინი რეალურად გააკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც შეუძლიათ, თუ ისინი უკრაინაში შეიჭრებიან, კატასტროფა იქნება რუსეთისთვის, ჩვენი პარტნიორები და მოკავშირეები მის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს მიაყენებენ“, - აღნიშნა ბაიდენმა.

 

Adriano ეძებთ სესხს თქვენი პროექტების საბოლოოდ განსახორციელებლად? ჩვენ გთავაზობთ სესხებს ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთით 3%. ჩვენ ვაძლევთ სესხებს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ქვემოთ მოცემულია ჩვენ მიერ შემოთავაზებული სესხების ტიპები.*პერსონალური სესხი
*ბიზნეს სესხი
*სესხის გარანტია
*უზრუნველყოფილი სესხები
*ბიზნეს სესხი
*Სტუდენტური სესხი
*იპოთეკა
*საკონსოლიდაციო სესხი
*სამუშაო სესხი
*სესხის დავალიანების გადახდა
*საინვესტიციო სესხი თუ ძალიან დაინტერესებული ხართ ჩვენი მომსახურებით და გვთხოვთ სესხს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.
adrianolopez1968@gmail.com
bestfinanciacion@gmail.com
WhatsApp: +33755702131
2 წლის უკან