უცხოური მედია ქანიე უესტის ახალი რომანის შესახებ ალაპარაკდა

უცხოური მედია ქანიე უესტის ახალი რომანის შესახებ ალაპარაკდა

მსახიობი ჯულია ფოქსი  კანიე უესტთან რომანის შესახებ ალაპრაკდა. მან ჟურნალ Interview-ს  რეპერ Ye-სთან გადაღებული თამამი ფოტოებიც გაუზიარა.

,,მასთან ერთად თავს დაცულად ვგრძნობ”, – აღნიშნავს მსახიობი.

უცხოური პრესის თქმით, რეპერმა მსახიობს ჩაცმულობის სტილიც კი შეუცვალა.

,,მეორე პაემანზე ტანსაცმლით სავსე სასტუმროს ლუქსით გამაოცა,’’- ამბობს ფოქსი

წყვილი საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ყველგან  ერთად ჩნდება. პაპარაცებმა მათი პაემნები არაერთხელ დააფიქსირეს.

შეგახსენებთ,  რომ ქანიე უესტი კიმ კარდაშიანთან 2012 წლიდან იყო ურთიერთობაში. წყვილმა 2014 წელს იტალიაში იქორწილა,  ხოლო 2021 წელს მათი ურთიერთობა დაშორებით დასრულდა.