ქეით მოსმა დაბადების დღე მეგობარ მამაკაცთან, გრაფ ნიკოლაი ფონ ბისმარკისთან ერთად აღნიშნა

ქეით მოსმა დაბადების დღე მეგობარ მამაკაცთან, გრაფ ნიკოლაი ფონ ბისმარკისთან ერთად აღნიშნა

16 იანვარს 90-იანი წლების საკულტო სუპერმოდელი ქეით მოსი 48 წლის გახდა. ვარსკვლავმა საერთაშორისო აღიარება მაღალი მოდის ბრენდებთან თანამშრომლობით და ყველაზე გავლენიანი გამოცემის Vogue-ის გარეკანის დამშვენების შემდეგ მოიპოვა.

ქეითმა სამოდელო კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო, როდესაც Storm Model Management-ის დამფუძნებელმა ნიუ-იორკში JFK-ის აეროპოტში მისი სახით 14 წლის პოტენციური სუპერმოდელი აღმოაჩინა. ქეითმა რამდენიმე წარმატებული ფოტოსესიისა და კამპანიის შემდეგ, 16 წლის ასაკში ჟურნალ The Face-ის გარეკანი დაამშვენა, ეს იყო მისი სადებიუტო ყდა, რომლის შემდეგაც ახალგაზრდა გოგონას სამოდელო კარიერა რადიკალურად შეიცვალა.

საზოგადოება “ქეით მოსის სახეს” 25 წელზე მეტია იცნობს, ის უდაოდ არის საუკუნის გამორჩეული სუპერმოდელი, ეგრეთწოდებული “ნოვატორი პიონერი” და ერთ-ერთი პირველი, სტანდარტების მიხედვით დაბალი (170 სმ) მოდელი, რომელმაც მაღალი მოდის ჩვენებებზე გაიარა. 2011 წელს ბრიტანელმა ლამაზმანმა მსოფლიოს მესამე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელის წოდება მიიღო.

ქეითმა 16 იანვარს 48 წლის იუბილე აღნიშნა, რომელიც მეგობარ მამაკაცთან, 35 წლის გრაფ ნიკოლაი ფონ ბისმარკთან და ქალიშვილთან, 19 წლის ლაილა მოსთან ერთად აღნიშნა.