ბალტიის ქვეყნები უკრაინას ამერიკული წარმოების შეიარაღებას გადასცემენ

ბალტიის ქვეყნები უკრაინას ამერიკული წარმოების შეიარაღებას გადასცემენ

აშშ-მა ბალტიის ქვეყნებს უკრაინისთვის ამერიკული წარმოების იარაღის მიწოდების ნებართვა გასცა. ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ ამერიკას მიმართეს, რათა უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო და სხვა ტიპის შეიარაღების მიწოდების ნებართვა მიეღოთ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

საექსპორტო კონტროლის წესების თანახმად, ბალტიის ქვეყნებს იარაღის გადაცემის ნებართვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან უნდა მიეღოთ.

ცნობილია, რომ ესტონეთი უკრაინას „ჯაველინის“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, ლიეტუვა კი „სტინგერის“ ტიპის რაკეტებს გადასცემს.