ევროპის ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალური შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მადრიდის „რეალის“ ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა რომ ახალი სეზონიდან კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს.
რამდენიმე საათის წინ ესპანურმა გამოცემამ „Marca” გაავრცელა ცნობა რომ გუშინ მოურინიო „ბორუსიას“ პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკის აგენტს დაუკავშირდა და მასთან მოლაპარაკების სურვილი გამოთქვა.
ფეხბურთელის მენეჯერმა ესპანურ გაზეთს განუცხადა, რომ „განსაკუთრებული“ მისი კლიენტის შეძენით დაინტერესებულია. აღმოჩნდა რომ „ჩელსის“ მფლობელი რომან აბრამოვიჩი თანახმაა გერმანულ გუნდს ლევანდოვსკის სანაცვლოდ ნებისმიერი თანხა გადაუხადოს.
საინტერესოა, რომ რამდენიმე დღის წინ პოლონელი ფეხბურთელის ყიდვა მიუნჰენის „ბაიერნმაც“ მოისურვა.
გუშინვე გავრცელდა ცნობა, რომ „ერთადერთს“ ლონდონში „რეალის“ მოთამაშეები პეპე და ანხელ დი მარია მიჰყავს.