„ომიკრონის“ გავრცელების გამო გადადებული „გრემის“ 64-ე დაჯილდოება 3 აპრილს, ლას-ვეგასში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ღონისძიების ორგანიზატორი, ამერიკის ხმისჩამწერი აკადემია ავრცელებს.
დაჯილდოება სპორტულ-გასართობ კომპლექს MGM Grand Garden Arena-ში გაიმართება, წამყვანი კი მსახიობი ტრევორ ნოა იქნება.
დაჯილდოება 31 იანვარს, სრული აუდიტორიის წინაშე ლოს-ანჯელესში უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრმა ზრდამ აშშ-ის მასშტაბით არაერთი ღონისძიების გადადება ან გაუქმება გამოიწვია.