უკრაინელი ანალიტიკოსი კარლ ვოლოხი: პოროშენკო მივიდა სასამართლოში და საკუთარი ინტერესები დაიცვა - ცისტერნაში არ დამალულა და საზღვარი უკანონოდ არ გადაუკვეთავს

უკრაინელი ანალიტიკოსი კარლ ვოლოხი: პოროშენკო მივიდა სასამართლოში და საკუთარი ინტერესები დაიცვა - ცისტერნაში არ დამალულა და საზღვარი უკანონოდ არ გადაუკვეთავს

უკრაინელი ანალიტიკოსის, კარლ ვოლოხის განცხადებით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ჩვეულებრივად დაბრუნდა ქვეყანაში, მივიდა სასამართლოში და საკუთარი ინტერესები დაიცვა, არ დამალულა ცისტერნაში და უკანონოდ საზღვარი არ გადაუკვეთავს.

„სააკაშვილისა და პოროშენკოს შემთხვევებს შორის დიდი სხვაობაა. სააკაშვილზე საქართველოში არსებობს სასამართლოს განაჩენი, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული. პოროშენკოს შემთხვევაში დანაშაულის მხოლოდ ჩადენის ეჭვი არსებობს, რატომ არ უნდა დაბრუნებულიყო? მას კარგად ესმის, რომ ამ საქმეს სასამართლოში პერსპექტივა არ აქვს. ის ჩვეულებრივად დაბრუნდა ქვეყანაში, მივიდა სასამართლოში და საკუთარი ინტერესები დაიცვა. არ დამალულა ცისტერნაში და უკანონოდ საზღვარი არ გადაუკვეთავს“, - აცხადებს კარლ ვოლოხი.

უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს განცხადებით, პეტრო პოროშენკო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობასა და სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი. 19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტისთვის დაკითხვაზე დაბარების უწყების გადაცემა სცადეს, პეტრო პოროშენკომ უკრაინა დატოვა და 17 იანვარს დაბრუნდა.