ბრედლი კუპერი ოსკაროსანი რეჟისორის გილერმო დელ ტოროს ახალ ფილმში Nightmare Alley (კოშმარების ხეივანი), რომელიც წლის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოლოდინების მქონე პროექტია, მთავარ როლს ასრულებს.
ამ ფილმზე მუშაობა ბრედლი კუპერისთვის ბევრი რამის გამო აღმოჩნდა მნიშვნელოვანი, მათ შორის იმიტომაც, რომ ეს მისი პირველი როლია, რომლისთვისაც ბოლომდე გაშიშვლება მოუწია.
"მახსოვს, სცენარის კითხვისას ვფიქრობდი, რომ ჩემი პერსონაჟი აბაზანაში სრულიად შიშველი იწვა და რადგანაც ამბავს სწორედ ასე სჭირდებოდა, ეს უნდა გამეკეთებინა", — აღნიშნა 47 წლის მსახიობმა თავის პერსონაჟზე, სტენტონ კარლაილზე საუბრისას.
ბრედლი კუპერთან ერთად ფილმში სხვა არაერთი ვარსკვლავი იღებს მონაწილეობას, მათ შორის ტონი კოლეტიც, რომელთან ერთადაც გადაიღეს სწორედ ხსენებული შიშველი სცენა.
"იმ დღეს გადამღები გუნდის წინაშე 6 საათის განმავლობაში შიშველი ვიყავი, თანაც გადასაღებ მოედანზე ტონი კოლეტს პირველი დღე ჰქონდა. ეს ყველაფერი არც ისე მარტივი იყო", — აღნიშნა ოსკარზე 8-ჯერ ნომინირებულმა მსახიობმა.
Nightmare Alley (კოშმარების ხეივანი) ამერიკელი მწერლის უილიამ ლინდსი გრეშემის 1946 წელს გამოქვეყნებული ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაიღეს, რომლის სიუჟეტიც 40-იან წლებში ვითარდება და კუპერის გმირის, სტენტონ კარლაილის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მისტიკურ თავგადასავალში გეხვევა.
კუპერთან და ტონი კოლეტთან ერთად გილერმო დელ ტოროს ამ ახალ კინოსურათში ასევე მონაწილეობენ ქეით ბლანშეტი და რუნი მარა.
ბრედლი კუპერის თქმით, ამ როლის განსახიერება მისთვის განსაკუთრებით საინტერესო და ამავდროულად "ერთი-ერთი ყველაზე რთული იყო".