“ვისთან უღალატა ზეინ მალიკმა ჯიჯი ჰადიდს” – უცხოური მედია სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

“ვისთან უღალატა ზეინ მალიკმა ჯიჯი ჰადიდს” – უცხოური მედია სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

რამდენიმეწლიანი ურთიერთობის, არაერთი სკანდალის, შერიგებისა და დაშორებების ხანგრძლივი სერიების შემდეგ ჯიჯი ჰადიდმა და ზეინ მალიკმა საბოლოოდ დაშორება 2021 წელს გადაწყვიტეს.

უცხოური გამოცემები იუწყებოდნენ, რომ ახალბედა მშობლების დაშორების მიზეზი ამერიკელი ტოპ მოდელის დედის იოლანდა ჰადიდის და One Direction-ის ყოფილ წევრს შორის არსებული უთანხმოება იყო, თუმცა ამჟამად გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, შესაძლოა ჯიჯის დედასა და მეგობარ მამაკაცს შორის მომხდარი უთანხმოება სულაც არ იყო დაშორების რეალური მიზეზი.

The Sun-ის გავრცელებული ინფორმაციით, ზეინ მალიკი ჯიჯი ჰადიდს სატელევიზიო შოუების ვარსკვლავ აბი კლარკთან ღალატობდა.

მომღერალი ურთიერთობის შესახებ ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს, თუმცა The Sun-თან საუბრისას თავად აბის მეგობარმა აღნიშნა, რომ გოგონამ ზეინ მალიკთან ურთიერთობა ოფიციალურად დაადასტურა.