აუცრელობის გამო, ნოვაკ ჯოკოვიჩი Australian Open-ზე ვერ იასპარეზებს და ავსტრალიას დეპორტით დატოვებს

აუცრელობის გამო, ნოვაკ ჯოკოვიჩი Australian Open-ზე ვერ იასპარეზებს და ავსტრალიას დეპორტით დატოვებს

ავსტრალიაში, სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის იმიგრაციის მინისტრის მიერ ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ვიზის გაუქმება კანონიერია. შესაბამისად, მსოფლიოს პირველი ჩოგანს ქვეყნის დატოვება მოუწევს, - ამის შესახებ BBC წერს.

მას შემდეგ, რაც მოსამართლეებმა, „ჯანმრთელობისა და წესრიგის“ დაცვის მოტივით, ვიზის გაუქმება კანონიერად ცნეს, სპორტსმენს დეპორტაცია ელის.

სხდომის შემდეგ, ჯოკოვიჩმა თქვა, რომ „უკიდურესად იმედგაცრუებულია“, მაგრამ პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„ვითანამშრომლებ შესაბამის ორგანოებთან ქვეყნიდან ჩემი წასვლის საკითხზე”, - აცხადებს ის.

6 იანვარს Australian Open-ში მონაწილეობის მისაღებად მელბურნში ჩასულ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმეს და მიგრანტების მოთავსების ცენტრში გადაიყვანეს. მიზეზი მისი აუცრელობაა. 10 იანვარს, ავსტრალიის სასამართლომ დაადგინა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს საიმიგრაციო პატიმრობიდან და მიიჩნია, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ჩოგბურთელისთვის ვიზის გაუქმების შესახებ არაგონივრული იყო. 14 იანვარს ავსტრალიის ხელისუფლებამ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა მეორედ გაუუქმა და ჯოკოვიჩმა სასამართლოს კიდევ ერთხელ მიმართა.