ბრიტანეთში წყვილმა ქორწინების 81-ე წლისთავი აღნიშნა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რონ და ჯოის ბონდი 1941 წელს, ბაკინგემშირში დაქორწინდნენ და დღემდე ერთად არიან. ისინი ამბობენ, რომ ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდათ.
„ჩვენს ურთიერთობაში უფროსი არ არის. ორივე გავცემთ და ვიღებთ. არასოდეს გვეგონა რომ ჩვენი ქორწინების დღიდან 81 წელს მივაღწევთ. ვიცით, რომ ძალიან გაგვიმართლა, რომ არ საოცარ მიზანს მივაღწიეთ. ეს ჩინებული გრძნობაა“, - ამბობს მისის ბონდი.
მისი მეუღლე კი აღნიშნავს, რომ ისინი ყოველთვის ეხმარებიან ერთმანეთს.
„ხანდახან ცხოვრება რთულია, მაგრამ სირთულეებს ერთად ვლახავთ. ჩვენ ერთმანეთზე ვზრუნავთ“, - აღნიშნავს რონი.
რონი 102-ის, ჯოისი კი 100 წლის არის. მათ 2 შვილი, 3 შვილიშვილი, 6 შვილთაშვილი და 1 შვილთაშვილისშვილი ჰყავთ. შარშან, ქორწინებიდან 80 წლის იუბილეზე წყვილმა მისალოცი ბარათი დიდი ბრიტანეთის დედოფლისგან მიიღო.