61 წლის ქალი და მისი 24 წლის ქმარი შვილის ყოლას გეგმავენ

61 წლის ქალი და მისი 24 წლის ქმარი შვილის ყოლას გეგმავენ

აშშ-ში, 61 წლის ქალი 37 წლით უმცროს ქმართან ერთად პირველი შვილის ყოლას გეგმავს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 24 წლის ქურან მაქქეინი და მისი 61 წლის მეუღლე შერილ მაკგრეგორი გასული წლის სექტემბერში დაქორწინდნენ და ახლა ამბობენ, რომ სრულფასოვანი ოჯახის შესაქმნელად მზად არიან. შერილის ასაკიდან გამომდინარე, მათ არჩევანი სუროგაციაზე შეაჩერეს.

„სუროგატ დედას ვეძებთ, რომელიც მზად იქნება კონტრაქტს მოაწეროს ხელი და ბავშვის გაჩენის შემდეგ ჩვენთან არანაირი კავშირი არ ჰქონდეს. არ გვინდა ხალხმა ჩვენი ბავშვი ფინანსური სარგებლის მისღებად გამოიყენოს“, - განაცხადა ქურანმა.

თუმცა, წყვილი არც ბავშვის შვილად აყვანას გამორიცხავს. ამასთან, შერილს უკვე ჰყავს 7 შვილი და 17 შვილიშვილი.

შერილმა და ქურანმა ერთმანეთი 2012 წელს, რესტორანში მუშაობისას გაიცნეს. მაქქეინი მაშინ 15 წლის იყო, თუმცა რომანტიკული გრძნობები მათ შორის მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გაჩნდა - მათი რომანი 2020 წელს დაიწყო.