ამერიკელი რეპერი კანიე უესტი ცემაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ გამოცემა Variety ლოს-ანჯელესის პოლიციაში შესულ პატაკზე დაყრდნობით წერს.
მისი ინფორმაციით, რეპერი ამ დროისთვის დაკავებული არაა. ლოს-ანჯელესის პოლიციის პრესსპიკერის, რედინა პუენტესის განცხადებით, ინციდენტი ღამის 3 საათზე, ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, კლუბ Soho Warehouse-თან მოხდა.
Entertainment Tonight-თან ინტერვიუში კანიე უესტმა ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ სახეში ხელი დაარტყა კაცს, რომელიც ავტოგრაფს ითხოვდა.
„ეს იყო არა თაყვანისმცემელი, არამედ ადამიანი, რომელიც შემდეგ ამ ავტოგრაფის გაყიდვით ფულის შოვნას ეცდებოდა“, - ამბობს რეპერი.