აბელ ტესფაიე, სასცენო სახელით ცნობილი როგორც The Weeknd, კანადელი მომღერალი, კომპოზიტორი და პროდიუსერია, რომელმაც ექსტრაორდინალური სტილით, უკომპრომისო არტისტულობითა და ორიგინალური ჟღერადობით საყოველთაოდ გაითქვა სახელი.
მის შემოქმედებაში იგრძნობა განსხვავებული რიტმი, კლასიკური R&B-ის, ელექტრონული მუსიკის, 80-იანი წლების პოპისა და ჰიპ-ჰოპის ნაზავი.
აბელმა რამდენიმე დღის წინ ხანგრძლივ მუსიკალურ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული ალბომი, ყველასგან განსხვავებული და ორიგინალური პროექტი Dawn Fm წარადგინა, რომელიც უმალვე გახდა გლობალური ჩარტების ტოპ ათეულის ლიდერი.
The Weeknd-ის ახალი ალბომის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა ამერიკელ მსახიობს ანჯელინა ჯოლის ეძღვნება.
მიუხედავად იმისა, რომ ანჯელინა ჯოლიმ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას ინტერვიუებში თავი არაერთხელ აარიდა და საზოგადოებაში აბელ ტესფაიესთან არსებულ რომანტიკულ ურთიერთობაზე კიდევ უფრო მეტი ეჭვი გააჩინა, The Weeknd-ის ახალი სიმღერიდან ირკვევა, რომ ვარსკვლავურ წყვილს რომანტიკული ურთიერთობა მართლა აკავშირებდათ.