კაილი ჯენერი გახდა პირველი ქალი, რომელმაც ინსტაგრამზე 300 მილიონი გამომწერი დააგროვა

კაილი ჯენერი გახდა პირველი ქალი, რომელმაც ინსტაგრამზე 300 მილიონი გამომწერი დააგროვა

უკვე იმდენი ხანია, რაც სოციალური მედიის “ინფლუენსერები” ეგრეთწოდებულ „კულტურულ ძალას“ წარმოადგენენ, რომ რთულია 21-ე საუკუნის წარმოდგენა მათ გარეშე.

სიტყვა ინფლუენსერი ადრეულ წლებში არ არსებობდა, Twitter-ს ძალიან ცოტა ადამიანი მოიხმარდა, ინსტაგრამი კი მხოლოდ 2010 წლის ოქტომბერში ამოქმედდა.

ჰოლივუდის ვარსკვლავებმა, სპორტსმენებმა და შოუბიზნესის წარმომადგენლებმა ისარგებლეს სწრაფად განვითარებადი სოციალური მედიისა და პერსონალური ბრენდინგის სამყაროთი და ნამდვილი იმპერია შექმნეს, რომლებითაც დღეს მილიონიბით დოლარს გამოიმუშავებენ, პარალელურად კი საკუთარ იმიჯს აკონტროლებენ.

2021 წელს კრიშტიანუ რონალდუ გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ინსტაგრამზე 300 მილიონ გამომწერს მიაღია, მისი გამომწერების რიცხვი ამჯერად 389 მილიონია.

2022 წლის 12 იანვარს კაილი ჯენერი გახდა პირველი ქალი, რომელმაც ინსტაგრამზე 300 მილიონ გამომწერს მიაღწია.