ჯეისონ მომოამ და ლიზა ბონეტმა 16-წლიანი ურთიერთობა დაასრულეს. მსახიობებმა ამის შესახებ Instagram-ზე ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.
„ყველა ვგრძნობთ იმ წნეხსა და ცვლილებებს, რაც ამ გარდამტეხ დროებას ახლავს. ყველაფერი გარდაიქმნება და გამონაკლისი არც ჩვენი ოჯახია, რადგან მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა. ასე რომ, ჩვენი ოჯახის შესახებ ახალ ამბავს გიზიარებთ და გატყობინებთ, რომ ქორწინებას ვასრულებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
42 წლის მომოას და 54 წლის ბენეტს 2 შვილი ჰყავთ. მათ ერთმანეთი 2005 წელს გაიცნეს, 2017 წელს კი დაქორწინდნენ.