მიუხედავად იმისა, რომ კემბრიჯის ჰერცოგინიას, ქეით მიდლტონს პირადი მზარეულების არმია ჰყავს, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი რამ მოამზადონ, რასაც ის ისურვებს, აღმოჩნდა, რომ პრინც უილიამსა და მის ცოლს გარკვეული პროდუქტების მიღება „აკრძალული“ აქვთ.
სამეფო ოჯახის ყოფილი შეფ-მზარეულისა და ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი კულინარის, დარეკ მაკგრედის თქმით, მენიუდან დედოფალ ელისაბედის mოთხოვნით ამოღებულია კარტოფილი, ბრინჯი და პასტა, განსაკუთრებით კი ვახშამზე.
შეფ-მზარეულის განმარტებით, ეს წესი იმიტომ შემოიღეს, რომ დედოფალს ნახშირწყლები არ უყვარს და ვახშმის მენიუდან ის სამუდამოდ ამოიღეს.