ბრიტანეთში ქალმა შვილს ლუციფერი დაარქვა

ბრიტანეთში ქალმა შვილს ლუციფერი დაარქვა

ბრიტანეთში აკრიტიკებენ ქალს, რომელმაც ვაჟს ლუციფერი დაარქვა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 27 წლის ჯოზი კინგი დევონში ცხოვრობს და აცხადებს, რომ რელიგიური არ არის და ბიჭს განდგომილი ანგელოზის სახელი მხოლოდ იმიტომ დაარქვა, რომ მისი ჟღერადობა მოსწონს.

მისივე თქმით, ლუციფერის დაბადებამდე მან 10 შვილი დაკარგა, ლუციფერი კი ლათინურად „სინათლის მომტანს“ ნიშნავს. ამ თემაზე კინგმა ერთ-ერთ ტელეშოუში განაცხადა, რომლის თემაც უჩვეულო სახელები იყო.

შოუს მაყურებლებმა და ინტერნეტ-მომხმარებლებმა კინგის არჩევანი გააკრიტიკეს. უმეტესობას მიაჩნია, რომ სახელის გამო ბიჭი მთელი ცხოვრების განმავლობაში ბულინგის მსხვერპლი იქნება. ახლა ლუციფერი 7 თვისაა.

Wikipedia-ს ცნობით, ლუციფერი არის სახელი, რომლითაც რამდენიმე მითოლოგიური არსება მოიხსენიება, ქრისტიანულ სარწმუნოებაში კი ასე განდგომილ ანგელოზს, სატანას, უწოდებენ. განდგომილ ანგელოზზე მითითება მომდინარეობს ბიბლიის ტექსტში (ისაია 14:3-20) ნახსენები წინადადების ინტერპრეტაციაზე, რომელშიც ვინმე, სახელით „ცისკრის ვარსკვლავი“ (ლათ. Lucifer) ზეციდან ჩამოგდებულად მოიხსენიება. იგივე ლათინური სიტყვა არის გამოყენებული დილის ვარსკვლავის აღსანიშნავად პეტრეს სახარებაში და სხვაგანაც, თუმცა მას სატანასთან კავშირი არ აქვს. მიუხედავად ამისა, მრავალ გვიანდელ წერილებში ეს ლათინური სიტყვა თარგმანის გარეშეა გამოყენებული, როგორც სატანის ზუსტი სახელი.