პუტინი და მეფე  ლირი

პუტინი და მეფე ლირი

"მიხოს ცოლი  მოუკვდა. ერთი  კვირის შემდეგ  მეზობლებმა  ცოლის დასთან  შეისწრეს. არა  გრცხვენია, მიხო  რეებს აკეთებო - დაამუნათეს. რა  ვიცი, გგონიათ ვიცი, რას  ვაკეთებო,   წამოიკნავლა  მიხომ. ისეა  პუტინის საქმე.   მარტო დარჩა  მეფე ლირივით  იმ  დონეზე, რომ  შობაზე  იმიტირებულ  წირვაზე (მღვდელიც  კი  არ  შეუშვეს)  უაზროდ  უყურებდა  ღვთისმშობლის  ხატს ბუნკერში  მოწყობილ  პატარა  ეკლესიაში.  

პირველად   "შემეცოდა".   ხვდება, რომ  დასასრულისკენ  მიდის და უკან  შემობრუნება  აღარ ძალუძს,  რადგან  გვერდით ერთი  სიმართლის  მთქმელი არა  ჰყავს. ჯერ იყო  და, 10 იანვარს  აშშ-მ გადაახია  თავზე  რუსებს  ულტიმატუმი  და  უაზრო  მოთხოვნები  იმ  ფონზე, რომ  თავად  არაფრის  დათმობა არ  უნდა.

დღეს  ნატოს 28  წევრმა  ერთსულოვნად  სამი თითის  კომბინაცია  უჩვენა, იცის,  რომ ეუთოც  იგივეს  გაიმეორებს.  უფრო უარესიც  მოხდა. 7  იანვარს  ყაზახეთის  პრეზიდენტმა  ქვეყანაში  ვითომ  შემოჭრილ 20  ათასი  "ტერორისტის" (ვერ  ამტკიცებენ  ფაქტებით  ვერანაირად)  წინააღმდეგ  საბრძოლველად  მოიწვია  ოდაკაბეს, ანუ  ფაქტიურად რუსეთის  სამხედროები (არადა 6 იანვარს  რუსებმა უკვე  შეიყვანეს  საიდუმლოდ,  თოყაევთან  შეთანხმებით,  ამოუცნობი  ფორმით რუსი  სამხედროები,  რომლებმაც  ღიად  გაუხსნეს  ცეცხლი  ალმა-ატისა და  ასტანის  მოსახლეობას).  არ  გასულა  5  დღე,  რომ  გუშინ  თოყაევმა  გამოაცხადა,  რომ რუსი და  სხვა  სამხედროები ორ  დღეში  დაიწყებენ  გასვლას  ყაზახეთიდანო.  ეს  შესაძლებელი  გახდა არა ამ  მარიონეტი  თოყაევის  ხათრით,  არამედ  იმიტომ,  რომ ჩინეთის  საგარეო  საქმეთა  მინისტრმა ორი  ზარი გაუშვა-  მოსკოვში და  ასტანაში და  რუსებმა ვერ  გაბედეს  ჩინეთის წინაშე  ხტუნაობა და  მარგარიტა  სიმონიანის  6  პირობა  ყაზახეთის  დახმარების  სანაცვლოდ  ჰაერში  გამოეკიდა.   ჩინეთმა რუსებს  თავისი ადგილი  მიუჩინა და  აჩვენა, თუ ვინაა  ცენტრალურ  აზიაში  "ხაზეინი".  გამწარებულმა  პუტინმა  ბრძანება  გასცა  და  რუსული  ძველი ტანკები  უკრაინისკენ  დაძრა... ალბათ  წვრთნების  ჩასატარებლად  და  პროვოკაციების  მოსაწყობად  უკრაინის  საზღვარზე,  რადგან  მასშტაბური  ომის თავი არა  აქვთ და რომც  გაბედონ,  ჯოჯოხეთს  დაიტეხავენ  თავზე  უსერიოზულესი  სანქციებით.  უკრაინაზე ამ  ერთი წლის  განმავლობაში  გაწეულია 700  მილიონი  დოლარის  დახმარება, უკვე  აწვდიან  ჯაველინებს,  სტინგერებს,  ბაირახტარებს,  საჰაერო  თავდაცვის სხვა  იარაღს და  თვითმფრინავებსაც კი,  რომლისაც  რუსებს  ყველაზე  მეტად  ეშინიათ. ამაზე  იტყვიან  რუსები  "დაპრიგალსაო",  ანუ კაცი  რომ თავის თავს უზამს, მტერიც კი ვერ  უზამს. პუტინმა  შეძლო ნატოს  ქვეყნების ერთ  მუშტად  შეკვრა  თავისი  აგრესიული  პოლიტიკით.   ამით  აგრძნობინეს  მას  აშშ-ნატო-ჩინეთმა, რომ  პოსტსაბჭოთა  სივრცე მისი  უკანა ეზო  აღარ  არის. ეს მალე  აისახება  დადებითად  საქართველოზე  იმით,  რომ  დაიწყება  პრორუსული  ძალების,  პირველ  რიგში  ნაცების,  დაძირვა  და  ახალი  პოლიტიკური  ძალების  გამოჩენა,  ვიღაცეებისთვის  ყურების აწევაც  და  დემოკრატიული  რეფორმების  გატარება, მათ  შორის  სასამართლოში  და საარჩევნო  სისტემაში. არ  ინერვიულოთ!

P.S. დამთავრდა  მითები  ჭკვიან  ლუკაშენკოზე  და ნაზარბაევზე -  ნახეთ  რა  გონივრულად  იქცეოდნენ  და  ქვეყნები უბედურებას  გადაარჩინესო.   არ გამოუვა  არავის  ეშმაკობა  და  რუსების  მოტყუება-გამოყენება - ადრე თუ  გვიან რუსები  მაინც თავის  აგრესიას  ავლენენ  ყველგან და  კიდევ  გამოავლენენ  იმ  ჩვენს  მეზობლებში  კავკასიაში და  აზიაში, ვისაც  რუსების  გამოყენება  უნდათ და თან  თვალი სხვისკენ  უჭირავთ.  დასკვნა  ისაა,  რომ  რუსეთთან  თამაში არ  შეიძლება,  ან  მისი ვასალი  უნდა გახდე,  ან  აშშ-ს, ან ჩინეთს  მიემხრო და  რუსეთს ეს  კარგად  დაანახო. ჯერ  კიდევ  ნოე  ჟორდანია  მიხვდა,  რომ "პატარას  და  დიდის  კანონი  მუდამ  ძალაშია".  გამსახურდია   რომ  ამერიკას რეალურად (ნიქსონი  ამას  სთავაზობდა,  მაგრამ  ვერ  გაბედა  რუსების  შიშით) მიმხრობოდა  თავიდანვე  და  "დამოუკიდებელი"  თამაში  არ  წამოეწყო,  ჩვენ  ავიცილებდით  ამ  უბედურებებს,  რაც  მერე  დაგვატყდა  თავს.  დღეს  საქართველოს  თავისუფლების  და  ასე  თუ  ისე  დამოუკიდებლობის (მთლად  დამოუკიდებელი  ატომური  ქვეყნებიც  კი  არ  არიან  ზოგიერთნი) გარანტი  აშშ-ია  და  არა  ევროკავშირი ან  ნატო. როცა  აშშ  ჩათვლის,  რომ  ჩვენ  უნდა  შევიდეთ  ნატოში,  ასეც  მოხდება -  შეიძლება  მალე,  შეიძლება 10  წელიწადში.   ამიტომ  უნდა  მივხედოთ  ქვეყნის  შიდა  პრობლემებს  და  უზრუნველვყოთ  თავისუფალი  არჩევნები  და  დამოუკიდებელი  სასამართლო,  ეკონომიკის  განვითარება  და  მოსახლეობის  გამრავლება,   იდენტობის  მტკიცედ  შენარჩუნება".

romani ასეთი დაბალი დონის ოპუსი, ამ საიტზე, მე პირველად შემხვდა. შეიძლება, ადრე, უარესიც იყო - მე არ შემხვედრია.
2 წლის უკან
ჯარჯი ფორ.ჯი- სგან ასეთი ჭორების დონეზე დაწერილი პოსტის გამოქვეყნება გამიკვირდა
2 წლის უკან
DDD გაიაფდა FOR.GE.
ჭორებამდე დავიდა.
ყოჩაღ თქვენ!!!
მაშინ "კვირის პოლლიტრამდეც" ბევრი აღარ გიკლიათ.
იმათ ყავთ სამხედრო ექსპერტი, ალადაშვილი გვარად და მეტსახელად შვეიკა და თქვენც გაიჩინეთ მსგავსები.
ადრე, სანამ საიტის ფრომატს შეცვლიდნენ, ამ საიტზე ისეთი ჯახი იყო ხოლმე, რომ საექსპერტო ბიუროებს შეშურდებოდათ.
ეჭვი მაქვს, რომ ფომრატიც იმიტომ შეცვალეს, რომ რუსული რბილი ძალის გავლენა შეემცირებინათ.
შეამცირეთ, ხომ?
მაშინ სტატიებს იმიტომ კითხულობდა ხალხი, რომ მის ქვემოთ პოლემიკისთვის თველი ედევნებინა.
ასე იცის უტვინო ქმედებამ.
შემოგელიათ ხომ სტატიები?
შემოგეძარცვათ ხალხი?
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ბატონი ვაჟა შუბითიძე ნამდვილად საქართველოს პატრიოტი ადამიანი, მაგრამ როგორც ჩანს "ამ ამბებში" საერთოდ ვერ ერკვევა!
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli საქართველოს საგარეო პოლიტიკა კარდინალურად გადასახედია. რუსეთი ახლა ისეთ ვითარებაშია, რომ თუ საქართველო გაურიგდება რუსეთს და საქართველოდან დაითხოვს კოლექტიურ დასავლეთს , შესაბამისად ნატოს, სანაცვლოდ რუსეთისაგან მომენტალურად, ხაზს ვუსვამ 1-2 თვის განმავლობაში, მივიღებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ფედერალური მოწყობის პირობებში!
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli საქართველოს საგარეო პოლიტიკა კარდინალურად გადასახედია. რუსეთი ახლა ისეთ ვითარებაშია, რომ თუ საქართველო გაურიგდება რუსეთს და საქართველოდან დაითხოვს კოლექტიურ დასავლეთს , შესაბამისად ნატოს, სანაცვლოდ რუსეთისაგან მომენტალურად, ხაზს ვუსვამ 1-2 თვის განმავლობაში, მივიღებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ფედერალური მოწყობის პირობებში!
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ბატონ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვუსურვებ დღეგრძელობას, დიდი პატრიოტი, დიდი პრეზიდენტი, დიდი პოლიტიკოსია! ბმული
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli აშშ და "პროგრესული დასავლეთი უკვე კარგა ხანია საუბრობს და მუშაობს პედოფილიის მიმართ შემტყნარებლურ დამოკიდებულების დანერგვაზე, პედოფილიის გაპრავებაზე და თანდათანობით მიყავთ საქმე პედოფილიის დაკანონებისაკენ! ამას ემსახურება მათი "სამედიცინო კვლევები" სადაც ამტკიცებენ, რომ პედოფილიის საფუძვლები ჯერ კიდევ დედის საშოში ისახება მომავალი პედოფილის ორგანიზმში და ა.შ. ძალიან მძიმე ფაზაში ვართ. იუსაიდი აშკარად პედოფილიის ლეგალიზებისაკენ იხრება! ამას ჩვენისაქართველოს არასამთავრობოები ჯერ-ჯერობით აჩუმათებენ, მაგრამ მალე მიიღებენ ბრძანებას და დაიწყებენ ლეგალურ პროპაგანდას. მე ვერ დაგისახელებთ ინგლისურ წყაროებს იმიტომ, რომ ინგლისურს სათანადოდ ვერ ვფლობ, მაგრამ ვინც რუსული იცით შეგიძლიათ აქ ბმული ყველაფერი ნახოთ და მერე მიძიოთ ინგლისურ ენოვან წყაროებში! მოგიწოდებთ, დროზე შემოვკრათ განგაშის ზარები!
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ვინც ფიქრობთ რომ აშშ ავღანეთიდან გამიქცა გულუბრყვილობის გამო ეს საკითხი არ გესმით! ავღანეთიდან აშშ არ გამოქცეულა, სპეციალურად მოახდინა ამ გამოქცევის იმიტაცია იმისათვის, რომ მოჯახედებისათვის, თალიბანისათვის და სხვა ექსტრემისტებისათვვის დაეტოვებინა 100 მილიარდის შეიარაღება. იმ იდეით, რომ ამ შეიარაღებას ისლამისტი ექსტრემისტები, რომელთაც შეუერთდნენ ავღანეთის 300 000 სამთავრობო არმიის ოფიცრების და რიგითი შემადგენლობის უმეტესობა, მიმართავენ ყოფილი შუა აზიის საბჭოთა რესპბლიკების (ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყაზახეთი) წინააღმდეგ და ასევე ჩინეთის სინძიან-უიღურთა პროვინციაში ისლამის ჯიხადის გასაღვივებლად! დაანთებენ იქ ომის ცეცხლს და შეუნთებენ რუსეთს ლაჯებში და ჩინეთს ზურგში, გამოწვევენ საყოველთაო დესტაბილიზაციას და ქაოსს! რომლის შემდეგი ეტაპი იქნება ამ ცეცხლის გადასვლა თვით რუსეთში, თათრეთში, ბაშკირეთში... და საბოლოოდ მთელი რუსეთის მაშტაბით სეპარატისტული მოძრაობების გასაძლიერებლად. რასაც ამერიკელების გათვლით უეჭველად უნდა მოყვეს რუსეთის დაცემა!
2 წლის უკან
trampi ძია


,,ადრე, სანამ საიტის ფრომატს შეცვლიდნენ, ამ საიტზე ისეთი ჯახი იყო ხოლმე, რომ საექსპერტო ბიუროებს შეშურდებოდათ,,
--------------------------------------------------------------------
100% მართალი ხარ

მეც მაგას ვჩივი........................ მეც დავიწუწუნე აქ რამდენჯერმე მაგ საკითზე.....
მაშინ ვთქვი ვაი ჭკუისაგან-მეთქი და .... იწყინეს
არადა ფაქტი სახეზეა ............................ ეს ის თამრო აღარაა, აღარ .....
მოკლედ საიტის ბოლო ,,გადარეფორმირების,, მერე დაყვინთა ამ საიტმა
არადა შენი თქმისა არ იყოს, ეს საიტი ერთდროს ისე ქუხდა, რომ ზემდგომებმაც კი მოგვაქციეს ,,პატარა ,,ყურადღება (კოლუმბის ხალხმა ) .. დაჟე იქამდე მოგვაქციეს ღრმა ყურადღება, რომ რამდენჯერმე დაგვიხურეს კიდეც ....ვითომდა ანტი დასავლური კამპანიისათვის
(არადა თავიაანთი უამრავი დებილობებით თვითონ ითხრიან და მოითხარეს ძირი საქართველოში ---- ჩვენ რა შუაში ვართ?)
ამ საიტს წლების განმავლობაში მარტო ხელმომწერი (აქაურების გარდა) მინიმუმ ოცი ათასი ყავდა ხოლმე
ეხლა კი ....... ეს ის თამრო აღარააა ...ეტყობა ამდენი აყალმაყალისაგან ,,დირექტორი,, დაგვეღალა......ისე კი მართლა დიდი ჯახები აქვს გამოვლილი--გადატანილი....არ უნდა დავუკარგოთ...ერთი ნათელი წერტილი ეს საიტი იყო
ეხლა კი ვეღარ გავიგე რა მიზეზის გამო და რა მიზნით ჩაეშვა ეს საიტი ასე ძაან ....
არადა შენი თქმისა არ იყოს წლების განმავლობაში ღამეები გვაქვს აქ ბევრს ნათენები...... ძააან მაგარი ხალხიც ტრიალებდა ხოლმე აქ....
ერთი ,,ჩოპრა,,-ღაა მხოლოდ ძველებურად რომ იქნევს ისდევ მათრახს....სხვები.... ჩკა
ხოოდა ეხლა შიგა და შიგ ისევ იმ ძველი პატივისცემიდან გამომდინარე შემოვბოდიალდები ხოლმე აქ, მაგრამ---------- ,,ნი ტო,,
2 წლის უკან
lia.kuxianidze@mail.ru გეთანხმებით, 2012 წლამდე სულ სხვა ადამიანები იყრიდნენ აქ თავს, მათთან ურთიერთობა ერთ რამედ ღირდა, ახლა რაღაც იაფფასიანად "დაბალანსდა" ყცელაფერი, სამწუხაროდ...
2 წლის უკან
lia.kuxianidze@mail.ru გეთანხმებით, 2012 წლამდე სულ სხვა ადამიანები იყრიდნენ აქ თავს, მათთან ურთიერთობა ერთ რამედ ღირდა, ახლა რაღაც იაფფასიანად "დაბალანსდა" ყცელაფერი, სამწუხაროდ...
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ასე იმიტომ მოხდა, რომ ლიბერალებმა, გირჩის გულშემატკივრებმა, ევროთავისუფლების მოყვარულებმა ვერ გაუძლეს პრესინგს, ვერც ლოგიკაში გაგვიძლეს! თანაც პარალელურად დასავლეთმა ჩამოიხსნა ნიღაბი და გამოაჩინა საკუთარი კოლონიალურ, მტარვალური სახე ანუ განიცადა უპირობო დისკრედიტაცია! მაგათ რაღა აქვთ სალაპარაკო, კაცი კასცს მისთხოვდა და ქალი ქალს! ამიტომ გადაშენდნენ! თავს კი იმით იმშვიდებენ, რომ ჩვენ მათი "მაღალი საყოველთაო ჰუმანიზმის" გაგებას მაინც ვერ შევძლებთ! ისე არ მგონია ამ საიტის ავტორს, მაგარ კაცს ეს ყველაფერი ძალით გაეკეთებინოს!
2 წლის უკან