ბექა მიქელთაძე „ნიუკასლ ჯეტსის“ ნოემბერ/დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ქართველმა შემტევმა ავსტრალიური კლუბის გულშემატკივართა გამოკითხვაში გაიმარჯვა.
ბექას ფანების ხმების 29% მიიღო, რითაც ყველას აჯობა, მეორე ადგილზე კი ბრაზილიელი დანიელ პენია 23%-ით გავიდა. მან ავსტრალიური კარიერა მართლაც წარმატებით დაიწყო და 4 გოლით ავსტრალიის A ლიგის ბომბარდირთა დავას ლიდერობს. ამასთან, მის ანგარიშზე 1 საგოლე პასი და 9 საკვანძო პასია (პოტენციური საგოლე პასი).
შეგახსენებთ, 24 წლის ფეხბურთელი „ნიუკასლ ჯეტსის“ ბერძნული „ქსანთიდან“ შეუერთდა და ჯერჯერობით ავსტრალიურ კლუბში მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა, მაგრამ გუნდის ლიდერად უკვე იქცა.