„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიას წელს წამყვანი დაუბრუნდება. ამის შესახებ Variety წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამის შესახებ Hulu Originals-ისა და ABC Entertainment-ის პრეზიდენტმა კრეიგ ერვიჩმა განაცხადა. უკანასკნელად ცერემონიას წამყვანი 2018 წელს წაუძღვა. მაშინ ეს როლი კომიკოსმა და მსახიობმა ჯიმი კიმელმა ითავა.
2019 წლის ცერემონიის წამყვანი მსახიობი კევინ ჰარტი უნდა გამხდარიყო, თუმცა მას ღონისძიების წაყვანაზე უარი ჰომოფობიური განცხადებების გამო მოუწია. იქიდან გამომდინარე, რომ 2019 წლის ცერემონიის რეიტინგი მზარდი აღმოჩნდა, ორგანიზატორებმა შარშანდელი საღამოც წამყვანის გარეშე ჩაატარეს, თუმცა 2020 წლის დაჯილდოებას ყველაზე დაბალი რეიტინგი ჰქონდა „ოსკარის“ ისტორიაში. აქედან გამომდინარე, აკადემიაში წამყვანის დაბრუნება გადაწყვიტეს.
წელს დაჯილდოების ცერემონია 27 მარტს გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება „ოსკარის“ წამყვანი.