25–26 იანვარს, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე დაიდმება როლანდ შიმელპფენიგის პიესა – “ქალი წარსულიდან“. სპექტაკლის პრემიერა გათვალისწინებული იყო თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე. მსახიობების ავადმყოფობის გამო პრემიერა გადატანილ იქნა 2011 წლის იანვარში.
როლანდ შიმელპფენიგი გერმანიაში ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ თანამედროვე დრამატურგად ითვლება. მას სულ ცოტა ხნის წინ მიანიჭეს 2010 წლის საუკეთესო გერმანულენოვანი დრამატურგის წოდება.
პიესა "ქალი წარსულიდან" როლანდ შიმელპფენიგს ვენის ბურგთეატრმა დაუკვეთა, სადაც 2004 წელს შედგა პრემიერა. მას შემდეგ ამ პიესას უკვე რამდენიმე წელია დიდი წარმატებით თამაშობენ გერმანიის და სხვა ევროპული ქვეყნების წამყვანი თეატრების სცენებზე.
პიესა ქართულად დაიდგა მაია ფალავანდიშვილის თარგმანის მიხედვით.
დადგმის საავტორო უფლებები: ს. ფიშერის გამომცემლობა, ფრანქფურტი მაინზე.
სპექტაკლის მოკლე შინაარსი ასეთია: ფრენკი ოჯახით საცხოვრებლად სხვაგან მიემგზავრება. მოულოდნელად მათთან ჩამოდის ფრენკის ძველი შეყვარებული – რომი ფიგტლენდერი. მათ ერთმანეთი 24 წელია არ უნახავთ. ამ ხნის მანძილზე ქალმა ფრენკი ვერ დაივიწყა და ახლა მოვიდა, რომ ძველი სიყვარული დაიბრუნოს, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია. იმედგაცრუებული და გაბოროტებული რომი შურს იძიებს ყოფილ სატრფოზე. რა ამოძრავებს რომის, სიყვარული?