კრის ნოთს And Just Like That-ის ბოლო სერიიდან გაუპატიურების ბრალდების გამო ამოჭრიან

კრის ნოთს And Just Like That-ის ბოლო სერიიდან გაუპატიურების ბრალდების გამო ამოჭრიან

Sex and the City-ის მსახიობი კრის ნოთი, რომელიც სერიალში მისტერ ბიგის როლს ასრულებს, სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულების გამო სერიალის ახალი სეზონის And Just Like That-ის ფინალური სერიიდან ამოჭრიან, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა TVLine ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ნოთის პერსონაჟი ახალი სეზონის დასაწყისშივე გულის შეტევით გარდაიცვალა. ფინალურ ეპიზოდში, რომლის პრემიერაც 3 თებერვალსაა დაგეგმილი, მისტერ ბიგი პარიზში, კერისთან ერთად უნდა გამოჩენილიყო. სცენაში კერი მისტერ ბიგს ემშვიდობება.

კრის ნოთი სექსუალურ ძალადობაში ოთხმა ქალამა დაადანაშაულა, ამის შესახებ ბრალდებები დეკემბერში , სერიალის ახალი სეზონის პრემიერიდან 3 კვირაში გავრცელდა, თავდაპირველად ორი ქალი ცალ-ცალკე გამოცემა Hollywood Reporter-ს დაუკავშირდა. მათ კრის ნოთი გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. მალე მსახიობს გაუპატიურებაში მესამე ქალმაც დასდო ბრალი, რის შემდეგაც მას სამსახიობო სააგენტო დაატოვებინეს. კრის ნოთი აღარც სერიალ The Equalizer-ში მიიღებს მონაწილეობას. სერიალის დატოვების შემდეგ კრის ნოთი სექსუალურ ძალადობაში მეოთხე ქალმაც დაადანაშაულა.

ბრალდებების Sex and the City-ის მთავარი როლის შემსრულებლებიც - სარა ჯესიკა პარკერი, კრისტინ დეივისი და სინტია ნიქსონი გამოეხმაურნენ. მათ Twitter-ზე საერთო განცხადება გაავრცელეს, რომელშიც სადაც ქალებს, რომლებიც კრის ნოთს ძალადობაში ადანაშაულებენ, მხარდაჭერა გამოუცხადეს:

„ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ქალებს, ვინც თავიანთი მტკივნეული გამოცდილება გამოააშკარავეს, ჩვენ გვესმის რამდენად რთულია ამ ყველაფრის ხმამაღლა თქმა“,- ვკითხულობთ მსახიობების საერთო განცხადებაში.

კრის ნოთმა Hollywood Reporter-თან ინტერვიუში ბრალდებები უარყო და მათ „კატეგორიულად მცდარი“ უწოდა.

„არ აქვს მნიშვნელობა, ეს 30 წლის წინ იყო, თუ 30 დღის წინ, რადგან „არა“ ყოველთვის ნიშნავს „არას“ და ამ ზღვარს მე არასდროს გადავდივარ. შეხვედრებზე ორივე მხარე ვთანხმდებოდით და არ ვიცი, რატომ ამოტივტივდა ეს ამბავი ახლა, მაგრამ რაც ვიცი, არის ის, რომ ამ ქალებს თავს არ დავსხმივარ“, - ამბობს მსახიობი.