მტრედებზე ნადირობა რომაელებმა მოიგონეს

მტრედებზე ნადირობა რომაელებმა მოიგონეს

მტრედების ხოცვა შეძლებული ადამიანების ყველაზე კარგ გასართობად იქცა. დახოცილი ფრინველების გორებს ნახავთ ინგლისის სხვადასხვა მსხვილი ქალაქების ნაგავსაყრელებზე. ნადირობის ერთი დღე 2 ათასი ფუნტი ღირს.

მტრედებზე ნადირობა თანამედროვე მსოფლიოს უდიდეს ინდუსტრიად იქცა, რომელსაც მილიარდობით მოგება მოაქვს. ამ საქმეზე ათასობით ფერმერი გადაერთო და ცოცხალი სამიზნეების მოშენებით გაცილებით მეტ ფულს შოულობენ, ვიდრე შინაური ფრინველებით.

მონოდარეების განცხადებით. მტრედების ხოცვის პროცესი ტონუსს უმაღლებთ და იმდენად აზარტულია, გადაჩვევას ვეღარ ახერხებენ.

ამჟამად ინგლისში 40 მილიონი მტრედი ბინადრობს, ხოლო ყოველწლიურად 5 მილიონი ეთხოვება ტყვიისაგან სიცოცხლეს. ერთი მტრედის ჩამოგდება 25 ფუნტი ჯდება. ახლახან 10-კაციანმა ჯგუფმა ერთ დღეში 500 ფრინველს გამოუყვანა წირვა, რის გამოც პატიოსნად გადაიხადეს 20 ათასი ფუნტი.

მტრედებზე მონადირეთა შორის არიან მადონა, პრინცი ჰარი და უამრავი ჰოლივუდის და ფეხბურთის ვარსკვლავი.

მონადირე, როგორც წესი, უარს ამბობს დახოცილი ფრინველების შეგროვებასა და სახლში წაღებაზე, რის გამოც სანაგვეზე ხდება გადაყრა.

ნადირობის ეს ფორმა თავის დროზე რომში გაჩნდა. რეკორდსმენად ლორდ რაიპონი ითვლება, რომელმაც 1905 წელს, ერთ დღეში 1073 მტრედი მოკლა.