„გრემის“ დაჯილდოება გაურკვეველი ვადით გადაიდო

„გრემის“ დაჯილდოება გაურკვეველი ვადით გადაიდო

„გრემის“ დაჯილდოება კორონავირუსის პანდემიის გამო გაურკვეველი დროით გადაიდო. ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემა Variety-ს ღონისძიების ორგანიზატორის, ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის პრესსპიკერმა დაუდასტურა.

დაჯილდოება 31 იანვარს, სრული აუდიტორიის წინაშე ლოს-ანჯელესში უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრმა ზრდამ აშშ-ის მასშტაბით არაერთი ღონისძიების გადადება ან გაუქმება გამოიწვია.

Variety-ის წყაროების ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონია სავარაუდოდ აპრილსა ან მაისში ჩატარდება.