რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ახალი სეზონიდან ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ ამჟამინდელი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მადრიდის „რეალს“ ჩაიბარებს.
კულუარული ინფორმაციით, პარიზულ კლუბში მუშაობას „მალაგას“ თავკაცი მანუელ პელეგრინი დაიწყებდა.
რამდენიმე საათის წინ ბრიტანულმა გამოცემამ „The Telegraph” სენსაციური ცნობა გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქს დაემშვიდობება და კარიერას ფრანგულ „პსჟ“-ში გააგრძელებს.
63 წლის არსენ ვენგერი „არსენალში“ 1996 წლიდან მუშაობს. მის ხელში გუნდმა ინგლისის პრემიერ-ლიგის პირველობა სამჯერ მოიგო.
ბრიტანული მას-მედიის ცნობით, მომავალი სეზონიდან არსენ ვენგერის ადგილს იურგენ კლინსმანი, დევიდ მოიესი, დენის ბერგკამპი ან იოაჰიმ ლიოვი დაიკავებენ.