დასავლეთი უკან იხევს

დასავლეთი უკან იხევს

"როგორც ჩანს, თვალი უნდა გაუსწოროთ სიმართლეს და ვაღიაროთ, მსოფლიო მასშტაბით დასავლური ლიბერალური-დემოკრატია უკან იხევს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ დიდი ხანია ფუკუიამას „ისტორიის დასასასრული“ მხოლოდ ირონიულ ღიმილს იწვევს და აღარავის სჯერა „ვანკუვერიდან ვლადივასტოკამდე“ ერთი, უნივერსალური მსოფლიო წესრიგისა, არამედ იმიტომ, რომ დასავლეთი მსოფლიო კონკურენტუნარიანობას თვალსა და ხელს შუა, კარგავს. აღარ გამოიყურება ისე ძლევამოსილად, როგორც თუნდაც ამ საუკუნის დასაწყისში: როცა ტერორისტებმა 11 სექტემბრის დამზაფრავი შეტევა მიიტანეს და მიუხედავად ამისა, ყველა დარწმუნებული იყო - დასავლეთი ამ დარტყმას ღირსეული პასუხის გარეშე არ დატოვებდა, ხოლო მისი გლობალური კონკურენტუნარიანობა კი არ შესუსტდებოდა, არამედ, პირიქით -  უფრო გაძლიერდებოდა კიდეც. 

მაგრამ, სამწუხაროდ - ეს ასე არ მოხდა. ამ საუკუნეში დასავლეთის გლობალური უკანდახევის ყველაზე მკაფიო დემონსტრირება - ავღანეთის კრახია; გარდა ამისა, ასეთი უკანდახევის აშკარა ნიშანია ჩინეთის, როგორც ლიბერალური დემოკრატიის გამომწვევი ალტერნატივის, პოზიციების შეუქცევადად გამყარება, მათ შორის მისი ხარისხობრივად უფრო მაღალი მდგრადობაც პანდემიის მიმართ.  და ისიც, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, რასაც არავინ არ ელოდა, ვიდრე 2008 წლის აგვისტომდე: რუსული იმპერიალიზმის აგრესიული დაბრუნება მსოფლიო პოლიტიკაში და დასავლურ ცივილიზაციასთან  მძაფრი მეტოქეობის განახლება, რაც სსრკ-ს დანგრევის შემდგომ სრულიად წარმოუდგენელად გამოიყურებოდა. დღეს მივიღეთ სიტუაცია, როცა ანტი-დასავლურად იმპერიული, ე.ი. პუტინისტური რუსეთი აქეთ არის გადმოსული გლობალურ შეტევაზე და ამის დასტურია გასული წლის ბოლოს მისი თავხედური ულტიმატუმი, რაც აგერ, ყაზახეთის მოვლენების დროს „რუსული საქმითაც“ განმტკიცდა; 
რუსეთმა ყაზახეთში მოახდინა მკაფიო დემონსტრირება, რომ ჰიბრიდული ომის სტრატეგიასა და ტაქტიკას საუკეთესოდ ფლობს და დიდი ძალისხმევის გარეშე ძალუძს,  პრო-დასავლური ე.წ. ფერადი რევოლუციების საპირწონედ მათი ისეთი „შებრუნებული“ იმიტირება, რაც  ლიბერალური დემოკრატიისგან „რუსულ სივრცეს“ ერთბაშად, ერთი ხელის დაკვრით,  „განკურნავს“!  

უნდა ვაღიაროთ, რომ ტრამპის პრეტენზიები „ლიბერასტობით“ დაძაბუნებული  ლიბერალური დემოკრატიის მიმართ უაღრესად საფუძვლიანია! სულ უფრო მეტად  და მთელს მსოფლიოში იქმნება სავალალო შთაბეჭდილება, რომ ბაიდენი არანაკლებ სამარცხვინო სახეა დაძაბუნებული სისტემისა, როგორიც ბრეჟნევი იყო თიხის ფეხებზე მდგარი კოლოსის - სსრკ-ს კოლაფსის ადრეული მაცნე. ცხადია, ლიბერალური დემოკრატია სსრკ-სავით არ დაინგრევა, მაგრამ მის ასეთ „დაჩმორებასა“ და "ლიბერასტულ" გადაგვარებას, როცა პუტინს შეუძლია მთელი დასაველეთის ასეთი უტიფრობით შანტაჟი, შეიძლება -  დანგრევაც კი ჯობდეს! ერთადერთი გამოსავალი კი ისაა, რაც თავის დროზე, "ცივი ომის" დროს, რეიგანის ფორმულის სახით მტკიცედ ითქვა - „მშვიდობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ღირსებაა მთავარი!“ ამ ფორმულასთან დასავლეთის დაბრუნება  ლიბერალიზმის "ლიბერასტობად" გადაგვარების შეჩერებასა ნიშნავს. თუარადა,  აგერ ხომ ვხედვათ - როგორც ჩვენში იტყვიან, „მოიდა ყოყოლი!“. 

„ყოყოლი“ კი აუცილებლად მოვა, თუკი, მაგალითად,  აშშ-ს საელჩო ამ ვრცელ რეგიონში მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - საქართველოს, ხელისუფლებას, არც მეტი, არც ნაკლები - დემოკრატიისათვის „ძირის გამოთხრას“ უსინდისოდ კვლავ დააბრალებს! უფრო გამაოგნებელი ოპორტუნიზმი ასეთ დროს, როცა მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა ჯურის „ყოყოლები“ და ჩოყლაყებიც, გვიტევენ,  უბრალოდ წარმოუდგენელია"!

amo კომენტარები რატომ არაა? თუ თემა არაა აქტუალური?
2 წლის უკან
დემეტრე კომენტარები მართლაც საინტერესო იქნება, ძალიან მომწიფდა ეს თემა...
მე, კითხვა და მოსმენა მიყვარს:)
2 წლის უკან
დემეტრე სარაფინას კომენტარები მიყვარს ძალიან, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გადაჭარბებულია:)
2 წლის უკან
ლაზი ანუ, უახლესი ისტორიის ახალი ფორმულა: ვინც კარგავს ავღანეთს, ის კარგავს სადავეებს.
2 წლის უკან
trampi ამბობ არ დაინგრევაო
დაინგრევა და თანაც მერე როგორ
რომის იმპერიიდან დაწყებული, იმპერიების არსებობის ხანგრძლივობა საუკუნეების მანძილზე სულ უფრო და უფრო მცირდება
იყო 400 წელი
იყო 300
იყო 200
იყო 70...ნახეთ როგორ შემცირდა?
ჰოოდა 1990 წლის მერე, ანუ სსრკ-ის მერე, ამერიკისთვის მაქსიმუმ 40 წელი მიმიცია...ეხლა ეგაა დირექტორი
თან იქ ეხლა უკვე პერესტროიკაა
ეს ლოგიკა ა.ბაქრაძისეულია .....
არა მგონია რო ის კაცი ცდებოდა
ასე რომ დაველოდოთ.. ყველაფერს ვნახავთ
ავღანეთიო...ყაზახეთიც სწორედ ავღანეთის გაგრძელებაა...პრიომები დაუძველდათ, ასე რომ ნელნელა, თანდათანობით დასავლეთისკენ აიბარგებიან...
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ბიზნტიის იმპერიამ დაახლოებით 12 საუკუნე 1200 წელი იარსება. სხვა შეფასებებით 1500 წელიც კი! მე ვგულისხმობ იმპერატრ კოსტანტინეს მიერ დედაქალაქის რომიდან ბიზანტიონში გადატანიდან -310-320 წ. კონსტანტინოპოლის დაცემამდე 1453 წელი. იმედი მაქვს რუსეთის იმპერიაც ასევე დღეგრძელი იქნება!
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ახალგაზრდების 90% არის სრულიად უვიცი!
2 წლის უკან
Maverick ქრისთმასზე ამერიკელებთან მიწვეული ვიყავი ჭვეულებაზე ნიუ იორკის შტატში, აფსტეიტში. რა თქმა უნდ აყველა დემოკრატების თავგადაკლული ამომრჩევლები იყო.მათ შორის არის ერთი დემოკრატი, მაგრამ რეფორმისტი...
დაიწყეს პოლიტიკაზე, დემ პარტიის ძლიერებაზე, მის "ძლევამოსილ" გამარჯვებაზე და ა.შ. მე შემიჩიჩხინეს, როგორც ტრამპისტს...

იმ ერთმა რეფორმატორმან დაცინვით იკითხა, აბა აწიეთ ხელი რომელი ბრძანდებით გეი?!

ვინ გაიმარჯვა ბოლო "დემოკრატიულ" საპრეზიდენტო არჩევნებში?!

რომელი პარტიის "უძლიერესმა" პრეზიდენტმა დაასრულა ომი ავღანეთში, ანუ (პიპინია ერისთავის არ იყოს თავის ცენს რომ გამოასწრო პორტ არტურიდან, უკაცრავად ავღანეთიდან?! რა თქმა უნდა ეს მე დავუმატე!), და

რომელი პარტიის პრეზიდენტს უწოდებენ "მძინარე ჯო-ს?!

ასე, რომ დასკვნები, თქვენთვის მომინდვია...
2 წლის უკან
rolandinio ყველაფერი რთული მარტივად ამოსახსნელია: არ ამუშავდეს ჩრდილოეთ ნაკადი 2 და პუტინი და მისი პოლიტიკა დამარცხდება, პუტინი აკეთებს იმას რაც იცის და გამოსდის კიდეც დასავლეთი თავისი ამომრჩევლის ტყვეობაშია თუ ევროპას არ ექნება გაზი ხალხი მათ მთავრობებზე უკმაყოფილო იქნება, ხოლო თუ რუსეთი ვერ გაჰყიდის გაზს ის განაწყენდება პუტინზე პუტინი კი ევროპელი დემოკრატიულად არჩეული მთავრობების ნაცვლად არის ხელისუფლებაში არადემოკრატიულად მოსული და იგი უკვე დაიწყებს დათმობებზე ფიქრს როგორც გორბაჩოვი და მერე ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება...
2 წლის უკან
DDDzia rolandinio
სად იყავით, თქვე დალოცვილო აქამდე?
გაუსკდა თავი ამერიკის ადმინისტრაციას ფიქრით, თუ როგორ შეიძლება რუსეთსი მორჯულება.
უფფფ, არ ამოვისუნთქე?
მოდი მაინც დავაზუსტებ დეტალებს, თორე ამერიკელებსაც ექნებათ იგივე შეკითხვები:
ე.ი.
1. რუსეთის გაზს არ ყიდულობს ევროპა;
2. ევროპაში ხალხს შესცივდა, სამსახური დაკარგა, რადგან ელ-ენერგია რუსულ გაზზე მუშაობს და უდენოდ ვერაფერი ვერ იმუშავებს, ფაბრიკა-ქარხნები გაჩერდა (რომლებიც ჩვენი ქვეყნისგან განსხვავებით იქ მუშაობენ) და უგაზოდ ვერ იმუშავებენ და შესაბამისად, ხალხი უკმაყოფილოა და ითხოვს რას?
- მთავრობის გადაყენებას იმისთვის რომ პოლიტიკა შეიცვალოს (შენიშვნა - პოლიტიკის შეცვლა რას გულისხმობს - რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას? ანუ ისევ გაზის ყიდვის მოთხოვნას? მოიცა, მოიცა ისევ რუსეთთან მივდივართ? მაშინ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?);
ისე, სანამ ეს საკითხი არ მოგვარდება იქამდე მე-3 საკითხზე გადასვლას აზრი არ აქვს.
რაღაც გავიჭედეთ, რაღა.
ვერ ვიმორჩილებთ პუტინს, ამის დედა ვატირე.
2 წლის უკან
Serapina "დემეტრე :სარაფინას კომენტარები მიყვარს ძალიან, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გადაჭარბებულია:)" წავიკითხე, გამეღიმა... მოზომილად წერას რომ მივეჩვევი, მერე გავაგრძელებ აქ წერას... მრავალ დღესასწაულს დაესწარით!
2 წლის უკან