რა უხარიათ ამ ჩვენ ავადმყოფებს?

რა უხარიათ ამ ჩვენ ავადმყოფებს?

"ვაის გავეყარეთო და ვუის შევეყარეთ" - ძალიან არ მინდა, მასე იყოს ჩვენი ამბავი. ადამიანმა მე-20 საუკუნის კაცობრიობის ისტორიაში, სსრკ-ს დაშლა ყველაზე დიდ გეოპოლიტიკურ კატასტროფად დაასახელა. ადამიანს აღარ აქვს მოტივაცია მე-7 ან მე-10-ედ გახდეს რუსეთის პრეზიდენტი. მას სურს მსოფლიო ენციკლოპედიაში, როგორც ყოფილი საბჭოთა იმპერიის რეინკარნაციის სცენარის ავტორი, დამდგმელი რეჟისორი, პროდიუსერი და მთავარი როლის შემსრულებელი - ისე შევიდეს. და რას უპირისპირებს მას მისი სტრატეგიული მოწინააღმდეგე? ჯინ შარფის დაწერილ სახელმძღვანელოს "ფერადი რევოლუციების" შესახებ???

ეს ადამიანი სათავისოდ ოსტატურად იყენებს თავისი მტრების ყველა დაშვებულ შეცდომას, ვინაიდან მან ზედმიწევნით შეისწავლა მათი შიგთავსი. დღეს ანტისაბჭოთა დასავლური ძალების ყველაზე დიდი სისუსტე - გეოპოლიტიკური და იდეოლოგიური ვექტორების აღრევაა ერთმანეთში. როგორც კი ამ უკანასკნელის მხარდაჭერა გამოდის პირველ პლანზე (და ჩვენ ამას საქართველოში თითქმის ყოველდღიურად ვაწყდებით დასავლელი არა პოლიტიკოსების, არამედ იდეოლოგების მხრიდან) და ჩრდილავს გეოპოლიტიკურ ინტერესებს, როგორც კი პოლიტიკურ დოქტრინებს ანაცვლებს ჯინ შარფის ბროშურა - აი მანდ ჩნდება სსრკ-ს ამღორძინებელი და სათავისოდ იყენებს სხვისი ხელით შექმნილ და მის ინტერესებში შემავალ მომგებიან ვითარებას.
ასე მოხდა საქართველოში, სადაც მან ხელთ იგდო სტრატეგიული ობიექტების უმეტესობა, მოახდინა ქვეყნის დიდი ნაწილის ოკუპირება, განალაგა აქ რეგიონში უმსხვილესი საჯარისო ფორმირებები. ასე მოხდა უკრაინაშიც, სადაც მან ყირიმის ანექსიით უპასუხა "ფერად რევოლუციონერებს", უკრაინის აღმოსავლეთი ფაქტიურად გამოიყვანა ცენტრალური ხელისუფლების ზეგავლენისაგან და დიდი ალბათობით უკვე წლევანდელ შემოდგომაზე მანდ საკუთარ მარიონეტ-პრეზიდენტსაც დასვამს .

ასე მოხდა ბელარუსშიც, სადაც ვერშემდგარმა სახელმწიფო გადატრიალებამ, მხოლოდ გააძლიერა რუსეთის პოზიციები ამ ქვეყანაში. ასე მოხდება ყაზახეთშიც, აუცილებლად მოხდება - იმიტომ რომ, სხვისი ხელით საკუთარი ინტერესების უზრუნველყოფა და მოწინააღმდეგის იდიოტურ შეცდომებზე თავისი პოზიციების გამყარება, მისი ტაქტიკის უცვლელი ნაწილია ბოლო 20 წლის განმავლობაში. ხოლო სტრატეგია კი, მის საყვარელ გამონათქვამშია ასახული - ყოველ ცბიერ უკანალზე, ხრახნიანი პენისი მოიძებნება.

ყოველივე ამის ფონზე, რა უხარიათ ჩვენს ავადმყოფებს, რომლებსაც დიდი ხანია სახელმწიფოებრიობა სექტანტიზმში აქვთ არეული - მართლა გაუგებარია. ნურსულთან ნაზარბაევი, რომელიც დღეს ცეცხლითა და სისხლით ახშობს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას საკუთარ ქვეყანაში  - სააკაშვილის პოლიტიკური გამზრდელი ნათლიმამაა, რომელიც მან ერთი წლის წინ, მსოფლიოს გამოჩენილი ლიდერების ხუთეულშიც კი შეიყვანა. ხოლო დღეს ციხიდან - მის დამხობას გულშემატკივრობს, ამ ყველაფრით კი, მომდევნო ჯერზე სააკაშვილის კიდევ ერთი აღფრთოვანების ობიექტი - რუსეთის ლიდერი ისარგებლებს და როგორც მინიმუმ, ყაზახეთის შემადგენლობაში ბაიკონურის არსებობასაც დაავიწყებს მსოფლიოს.

ხანდახან სერიოზულად უფიქრდები, ვის ხელშია რეალურად ჩვენი პროდასავლური მისწრაფებების გზამკვლევი - პოლიტიკოსების, თუ იდეოლოგების. პირველ შემთხვევაში, გადარჩენის იმედი ოდნავ მაინც გეძლევა, მაგრამ თუ იმ, მეორე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც ჩვენი სტრატეგიული მეკავშირისთვის 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ "გეოპოლიტიკურ კატასტროფად" - ლონდა თოლორაიას იფისის რეორგანიზაცია მიაჩნია, აი მაშინ კი ხვდები - რომ გადარჩენის შანსი არა გაქვს. მანამ - სანამ დასავლური გეოპოლიტიკური პრაგმატიზმი და სახელმწიფოებრივ ხედვებზე დაფუძნებული პარტნიორობა არ ჩაანაცვლებს აქ "ჯინშარფისეული" ბოდვებით მკვებავ საგარეო თუ საშინაო ფანატიკოსებს.

amo ბატონო დავით ეს გზავნილი ვისთვისაა განკუთვნილი?
2 წლის უკან
DDDzia ვერ გავიგე - სსრკ-ს დაშლა არ იყო უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა?
თუ ბედნიერება იყო ეს?
იმდენი ხალხი გაბედნიერდა, რომ სათვალავი არ აქვს?!
ექსპერტ!
მარტო წერა ცოტაა, ფიქრიც უნდა, ფიქრიც.
და რას უჩივით რუსეთს?
სათავისოდ რომ იყენებს ყველაფერს?
აბა რისთვის დაანგრიეთ სსრკ, თუ ყველაფერს სათავისოდ არ გამოიყენებდა?
ამერიკა საჩვენოდ მუშაობს?
თუ ამერიკის ქმედება სადმე ჰუმანურია?
ჰოო, კინაღამ დამავიწყდა - გააბედნიერა ავღანეთი, სირია, ლიბია, ერაყი, მანამდე ვიეტნამი, კიდევ მანამდე კორეა. მთელი ლათინური ამერიკა გაბედნიერებულ-გაბრწყინებული ყავს და მათაც აღარ იციან მადლობა როგორ გადაუხადონ.
რა სხვაობაა აშშ-სა და რუსეთს შორის?
არავითარი.
აშუშუ უფრო აკურატულად მოქმედებს, რამდენადაც უფრო ფულიანია.
რუსეთი თითქმის სულ თავდაცვის რეჟიმშია.
მექსიკაში რუსული რაკეტები რომ დააყენოს რუსეთმა, ამერიკა რას იზავს?
პურმარილით დახვდება?
ჩვენ რასა ვჩივით?
იმას, რომ წაგვაკლეს ყველას და ყველაფერს ჩვენივე სიდებილით?
ვინ დაუშვა პირველად ომის შემდგომი საზღვრების გადახედვა?
რუსებმა?
თუ აშუშუმ იუგოსლავიაში?
ვინ შექმნა პირველი სახელმწიფოდ გამოცხადებული ანკლავი - კოსოვო?
რუსეთმა?
ვის გაკეთებულს იმეორებს რუსეთი აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში და სხვაგანაც?
ამერიკულის?
აბა ვინ ყოფილა ზაკაზჩიკი და მოდის შემომტანი?
ყირიმი დაიბრუნა?
რომელს არ გაუხარდება თურქეთის მიერ მიტაცებული ქართული მიწების დაბრუნება?
თუ ყირიმი მაინც სხვაა?
ყირიმელების 90%-მა რუსეთთან შეერთებას მისცა ხმა. თუ მათი ხმა ხმა არ არის და კოსოვოელი უმცირესობის - ალბანელების ხმა ხმაა?
ვის სჯერა, რომ რუსებმა ხვალევე რომ გაიყვანონ თავისი ნაწილები აფხაზეთ-ოსეთიდან, აფხაზები და ოსები ყელზე ჩამოგვეკიდებიან და ღრძილებში კოცნას დაგვიწყებენ?
რუსებმა იყიდესო ობიექტებიო - იყიდეს, იმიტომ, რომ მეტი გადაიხადეს.
გადაგეხადათ თქვენ, და თქვენ იყიდდით.
ესაა კაპიტალიზმი.
კაპიტალიზმმა არც საზღვარი იცის, არ ეროვნება და არც სტრატეგიული ობიექტი.
ფული ფულია და მას სუნი არ უდის.
და რა გინდათ ამ ლუკაშენკოსგან? ე.ი. ქვეყანას თუ დაანგრევინებდა, მაშინ კარგი იქნებოდა და რაკი არ დაანგრევინა, ცუდია?
სადაა ლოგიკა?
ამიტომ სანამ დაწერ რამეს, ექსპერტ, ჯერ დაფიქრდი.
შვიდჯერ გაზომეო და ერთხელ გაჭერიო.
შვიდჯერ თუ არ დაფიქრდები, სამჯერ მაინც გეცადა და ასეთ სისულელეს არ გამოაცხობდი.
2 წლის უკან
Gami დავითს და DDDzia- ს --- " შენც მართალი ხარ და შენც მართალი ხარ! უფლის და ჩვენი თავის იმედათ უნდა ვიყოთ. უბედურება კი ისაა, ჩვენში ბევრს უთავობა ჭირს... შობას გილოცავთ!
2 წლის უკან
ლევკოთეა DDDzia 100%
2 წლის უკან
არაგველი641 DDDzia, ყველაფერი მართალი გიწერია ერთი შეხედვით და გარკვეული კატეგორიის ხალხისთვის მისაღებ ენაზე, მაგრამ მე სხვა კუთხით ვუყურებ ჩვენს მდგომარეობას. მსოფლიო პოლიტიკის განხილვას იქნებ გავანებოთ თავი და ჩვენს გაჭირვებას მივხედოთ ჩვენი მწარე ისტორიის გაკვეთილების გამოყენებით! ძალიან ცუდია, რომ დღემდე არ მოხდა ჩვენი სტრატეგიის ჩამოყალიბება, თუ როგორ და რა უნდა ვაკეთოთ. ამ ფორუმებზე ერთმანეთთან კინკლაობა არაფერ ხეირს ჩვენ არ მოგვიტანს და უფრო მეტად გაგვაუცხოვებს და დაგვაცალცალკევებს ერთმანეთისაგან, ეს კი მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.
2 წლის უკან
DDDzia არაგველი641 სტრატეგიი ჩამოყალიბება?
როგორ არ მოხდა?
აგერ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ნატო-ში უნდა შევიდეთო.
ნებისმიერ ფასადო.
და თანაც ეს ყველა ქართველის ოცნებააო.
არაა ეს სტრატეგია?
ამ იდიოტობას ვწპეწირებით დღემდე. ახლა უკრაინელები შეგვეხიდნენ და ისინიც უნდა შეეწირონ. ამათ ყაზახებიც უნდა დაემატონ და კი გვექნება ერთიანი სტრატეგია.
ანუ, ჩვენი სტრატეგიაა სხვის მაგივრად მსხვერპლთშეწირვა, ე.ი. ხარაკირი, ოღონდ რუსეთს ეს არ გაუხარდეს.
ახალგაზრდობა, ერთეულების გამოკლებით, უკვე გადაიყვანეს თვითგანადგურების რეჟიმში და თან ისე, რომ ყველა კმაყოფილია.
თუ ადრე პიროვნება თავის წარუმეტებლობას ქვეყანას და მთავრობას აბრალებდა და პასუხს მთავრობას სთხოვდა, ახლა პირიქითაა - ქვეყანა პიროვნებას აბრალებს პიროვნების წარუმატებლობად.
არ აქვს სამსახური?
ე.ი. ცუდი სპეციალისტი ხარ, თორე აგერ ქვეყანას აქვს კანონი სამსახურების შექმნაზე და ხალხის დაქირავებაზე.
კაპიტალიზმი არის ქვეყნის და ერების განადგურების გარანტორი.
მას არ აინტერესებს ერების ისტორია.
მისთვის მთავარია მოგება.
კაპიტალისტები თვითონ წრენ კანონებს, თვითონ აღასრულებენ მათ და თვითონ იცავენ აღსრულებას.
უბრალ ხალხის ადგილი ღობის გადაღმაა, სადაც ელოდებიან თავის რიგს, რომ დაუძახებენ და ორიოდე კაპიკს გადაუგდებენ.
როგორც კი აღშფოთდება, პოლივიას მიუსევენ და გვერდებს დაუჟეჟავენ - საუკეთესო შემთხვევაში.
ასე, რომ რაც ხდება კანონიერია და ჩვენი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის, ერის, ეროვნების, ხალხის ადგილი დედამიწაზე არ არის.
2 წლის უკან
არაგველი641 DDDzia, ეგ ყველაფერი გასაგებია, ოპოზიციონერი ყოველთვის უკეთეს მდგომარეობაშია, არაფერს არ აკეთებს და სხვების კრიტიკა კი ყველაზე იოლი საქმეა! მასე იყო მაშინ, როცა ეროვნული მოძრაობა ფეხს იდგამდა, ყველა პოლიტიკოსი გახდა და შეეძლო საათობით ემტკიცებინა თავისი "სიმართლე", მაგალითად ისე, როგორც დღეს თაკო ჩარკვიანია. ამ დროს რომ ჩაგებარებინა მოსავლელად ამ პოლიტიკოსისათვის სამი ბატი, იმათ ვერ მოუვლიდა.
მე იმის თქმა მინდა, რომ სტრატეგია უნდა მივცეთ ჩვენს ახალგაზრდობას თუ როგორ იცხოვრონ ხვალ და არა ის, თუ როგორ უნდა ევლო ურემს რომ არ გადაბრუნებულიყო!
2 წლის უკან
DDDzia არაგველი641 ისტორიამ გამეორება იცის და თანაც არაერთხელ, თორე მაკიაველი დღემდე აქტუალური არ იქნებოდა.
ამიტომაა საჭირო ისტორიის ცოდნა, ანუ ის "ის, თუ როგორ უნდა ევლო ურემს რომ არ გადაბრუნებულიყო".
ხოლო ის, თუ რა "სტრატეგია უნდა მივცეთ ჩვენს ახალგაზრდობას თუ როგორ იცხოვრონ ხვალ" - უკვე გადაწყვეტილია.
ახალგაზრდობა თვითგანადგურების რეჟიმშია გადაყვანილი განათლების და აღზრდის უაღრესად დაბალი დონის, მშობლების როლის დაკნინებით, ახალგაზრდების ცოდნის და შრომის არეალის უკიდურესად შემცირებით და ა.შ.
ხოლო ეს ყველაფერი ლიბერალიზმის და ლიბერალიზმის დამკვეთების დახმარებით ფინანსდება.
ანუ, როგორც ზემოთ დავწერე - ქართველი ერის ადგილი დედამიწაზე აღარ არის. და არა მარტო ქართველი ერის - ყველა სხვა პატარა ერების. თუმზა ზოგიერთმა აუღო ალღო საშიშროებას და ჯერ-ჯერობით უმკლავდებიან. აი ჩვენ კი .....
2 წლის უკან
არაგველი641 DDDzia თქვენთან საუბარი სასიამოვნო იქნებოდა, მაგრამ ეს ფორმატი არ გვაძლევს ამის საშუალებას. რაც შეეხება ჩვენს ახალგაზრდობას,ძალიან ჭკვიანები არიან და მათი იმედი მაქვს, რომ სწორ გზას იპოვნიან. თუკი სახელმწიფო ცოტას წაეხმარებოდა მაშინ ხომ უკეთესი იქნებოდა. საჭიროა განათლების პროგრამის განახლება და ახალგაზრდები თვითონ ისწავლიან "თევზის დაჭერას".
2 წლის უკან