ლევან იოსელიანი მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკურ გეგმაზე: ერთი კვირით ადრე, ადამიანი წამების მსხვერპლი იყო, მერე ცუდადაა, ახლა გეგმაზე მუშაობს - ეს ყველაფერი ძალიან არათანმიმდევრულია და სერიოზულად არ აღვიქვამ

მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მიერ ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობას არასერიოზულს უწოდებს.

„ზოგადად, სერიოზულად არ მეჩვენება ასეთი რაღაცები - როდესაც ერთი კვირით ადრე, ადამიანი წამების მსხვერპლი იყო, მერე ცუდადაა, ახლა გეგმაზე მუშაობს... ჩემი აზრით, ძალიან არათანმიმდევრულია ეს ყველაფერი. ამიტომ, ამ ყველაფერს სერიოზულად არ აღვიქვამ“, - აცხადებს ლევან იოსელიანი.

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი, მსჯავრდებული და ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობს. როგორც მისი თანაგუნდელები განმარტავენ, ეს იქნება ექსპრეზიდენტის ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის ეკონომიკის აღსადგენად. ცოტა ხნის წინ, საპატიმროში, მასთან დეპუტატი რომან გოცირიძე შევიდა. როგორც მან საპატიმროში შესვლამდე ჟურნალისტებთან თქვა, სააკაშვილის მიერ ეკონომიკის საკითხზე დაწერილი გეგმის განხორციელება მაშინ დაიწყება, როდესაც ხელისუფლებაში ოპოზიცია მოვა.