ყაზახეთის მთავრობა გადადგა

ყაზახეთის მთავრობა გადადგა

DW-ს ინფორმაციით, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა. ქალაქ ალმათში და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობა საპროტესტო აქციების გამწვავებას მოჰყვა.

პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე „კომენდანტის საათი“ დაწესდა, აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

მთავრობამ სამშაბათს თხევადი ბუნებრივი აირის ფასი მატების შესახებ განცხადება გაავრცელა, რამაც მანგისტაუს რეგიონში, შემდეგ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვია.