საქართველოში 6 იანვრამდე ჰაერის ტემპერატურა დაეცემა. სინოპტიკოსები ამბობენ, რომ მოსალოდნელია ინტენსიური თოვა დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ მთიან და მაღალმთიან რაიონში. ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა მინუს 5-დან მინუს 8 გრადუსამდე დაეცეს.
ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი სამცხე ჯავახეთში, ბაკურიანსა და ახალქალაქში, სადაც ჰაერის ტემპერატურა მინუს 10-დან მინუს 12 გრადუსს მიაღწევს, ხოლო გუდაური-კობის მიმართულბით მინუს 15-დან მინუს 17 გრადუსამდე ყინვა იქნება. ჰაერის ტემპერატურა მთელი საქართველოს მასშტაბით ექვსი იანვრიდან მოიმატებს.