ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა თანამდებობა დატოვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა თანამდებობა დატოვა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა თანამდებობა დატოვა.

თანამდებობოდან წასვლის მიზეზი უცნობია.

გიორგი წოწკოლაური საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებდა.

ამასთან, დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ ილია ღუდუშაური დაინიშნა. ახალი მოადგილე სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურ მიმართულებას უხელმძღვანელებს.